ფრანჩესკო ტოტი - კაპიტანი

ბავშვობა. პირველი დარტყმა. სიბნელის შიში, სიმორცხვე და რომის ძველ, უკვე არარსებულ უბნებში გატარებული  ხოვრება. მეგობრები. პირველი წვრთნები. დედა, რომელიც წვრთნის განმავლობაში მის გაკვეთილებს სწავლობდა, შემდეგ კი, ვარჯიშიდან გამოსულს, ჯერ სველ თმას უშრობდა მანქანის გამათბობელზე, შემდეგ კი გაკვეთილებს უყვებოდა. დებიუტი 16 წლის ასაკში, 1993 წლის მარტის ერთ შუადღეს, „ბრეშასთან“. ბუცების „შიპებში“ გაბლანდული სპორტული შარვალი. პირველი დერბი და პირველი გოლი. დიდება. ყვითელ-წითელი ზღაპარი და ერთსა და იმავე მაისურში გატარებული ოცდახუთი წელი.
 
სამუდამო და ერთადერთი კაპიტანი.
 
ეპიკური სკუდეტო. ამბავი და ცხოვრება იმ ბიჭისა, რომელიც მუდამ გაოცებული იღიმება; რომელიც ქალაქმა აირჩია საკუთარ სიმბოლოდ, რაინდად და ღირსების მცველად. ქალაქისაგან ნაჩუქარი სიყვარულის და ქალაქისათვის თავგანწირვის ამბავი. ფეხბურთთან დამშვიდობება და სიტყვა „მშვიდობით“, რომელმაც აატირა არა მხოლოდ რომას ტიფოზები, არამედ მთელი სპორტული სამყარო. რადგან ტოტი არის თითოეული რომაელის ცხოვრების ნაწილი.
 
რადგან ის არის „რომა“ და ის არის რომი.
 
იტალიურიდან თარგმნა ნანა ზარდიაშვილმა

გამომცემლობა:
არტანუჯი
ჟანრი:
ბიოგრაფია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ფრანჩესკო ტოტი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
იტალიური
მთარგმნელი:
ნანა ზარდიაშვილი
გვერდების რაოდენობა:
430
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
000011303
24,90 
მარაგშია
ქულები: 25 ქულა
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ