მარი მალაზონია - კვებითი შუქნიშანი

25 წელზე მეტია ვხედავთ და ვუსმენთ, ყოველდღე იმეორებს, ადამიანიაო ყველაზე დიდი ღირებულება და სიცოცხლის ფასეულობაზე ზრუნავს სასიცოცხლო კვებით, რომელიც ჭამაზე გაცილებით მეტია.

ადამიანების მიმართ გულწრფელი სიყვარულით ადამიანის შესახებ ადამიანებისთვის რომ მოეყოლა, დიდი ხნის წინ შექმნა კვებითი რჩევების შუქნიშანი და ახლა უკვე წიგნად აქცია.
„რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი?

წიგნი საზრდოა ტვინისთვის და ადამიანს ზრდის სულიერად, მორალურად, ემოციურად, ინტელექტუალურად... კვება ასაზრდოებს და ზრდის სიცოცხლეს, რომ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაში ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს. ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება ხან ერთიანია, ხანაც ერთმანეთისგან გამიჯნული. წიგნი კვებაზე არის საზრდო-საზრდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიცოცხლის ზრდაში პოულობს ცხოვრებას“, – მარი მალაზონია.

ISBN:
9789941313875
ავტორი:
მარი მალაზონია
გამომცემლობა:
ინტელექტი
ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
286
ყდის ტიპი:
მაგარი

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მიიღო დიპლომისშემდგომი განათლება ენდოკრინოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, დიეტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. სხვადასხვა დროს მუშობდა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. არის კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი; ნუტრიციოლოგიაში სამაგისტრო და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი; პირველი არხის გადაცემა "ოჯახის ექიმის" ავტორი და წამყვანი; ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის სარედაქციო ჯგუფის წევრი; არაერთი პროფესიული თუ პოპულარული გამოცემის ავტორი და რედაქტორი.

 წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.135

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია "930", პრეზიდენტი (2006-)
  • პრევენციული, რეგენერაციული და ასაკის დაძლევის მედიცინის ევროპის საბჭო, წევრი
  • ჟურნალი "ჯანმრთელობა", დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1999-2006)



კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000010179
50,00 
მარაგშია
ქულები: 50 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება