ინგმარ ბერგმანი - სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან

„ინგმარ ბერგმანი გენიალური შვედი სცენარისტი და კინოსა და თეატრის რეჟისორია, რომელსაც 1997 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურიმ ყველა დროის საუკეთესო კინორეჟისორის ტიტული მიანიჭა.

 

ეს კრებული აერთიანებს სხვადასხვა დროს დაწერილ ოთხ, სტილისტურად სრულიად განსხვავებულ კინომოთხორობას - „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, „შემოდგომის სონატა“, „პირისპირ“ და „გველის კვერცხი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმებს დაედო საფუძვლად.

 

როგორც გიორგი გვახარია ამბობს წიგნის წინასიტყვაობაში, ეს სწორედ კინომოთხრობებია და არა – კლასიკური სცენარები. ეს არის კინოსახეებში დაწერილი მოთხრობები, ტექსტები, დაწერილი „ვიზუალური სიტყვებით“, რასაც სხვა სცენარისტები იშვიათად ახერხებენ.

 

ბერგმანის ფილმების გაგება შეუძლებელია მხოლოდ სიტყვის წაკითხვით და მოსმენით - სიტყვის დანახვის სურვილი უნდა გქონდეს! ორიგინალში როცა არ კითხულობ, თავად მთარგმნელი უნდა დაგეხმაროს ამ უცნაური რიტუალის ჩატარებაში. ბოლოს და ბოლოს, ეს პროცესი - ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, ფორმისა და განწყობილების ცვლილება, წინააღმდეგობათა მუდმივი ერთიანობა ხომ ინგმარ ბერგმანის პოეტიკის არსს განსაზღვრავს! ბერგმანის კინომოთხრობების მთარგმნელმა შეიძლება შესანიშნავად იცოდეს ენა, მაგრამ შვედი რეჟისორის შემოქმედების ამ მხარეს თუ ვერ გრძნობს, თარგმნილი ტექსტი ვერასდროს დაგვანახვებს ბერგმანის გენიალურობას და, რაც მთავარია, უნიკალურობას. 

 

ეს არის მთავარი მაია ფანჯიკიძისა და მზია გალდავაძის მიერ თარგმნილ  ტექსტებში, რომლებიც ამ წიგნში შევიდა - კინემატოგრაფიული სახიერება და ისეთი რიტმი, რომელმაც ბერგმანის სიტყვა-სახეებში შეღწევის, მათი ჭვრეტის საშუალება უნდა მისცეს მკითხველს.

ISBN:
978-9941-8-3333-5
ავტორი:
ინგმარ ბერგმანი
ენა:
ქართული
რედაქტორი:
ლალი ჭინჭარაული
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
552
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
19,90 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
რედაქტორილალი ჭინჭარაული
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები