ქართული ფილმი. ფოტოისტორიები, კულისები, ქრონიკები
ქართული კინო 100 წლისაა და მასზე, ისე როგორც საქართველოზე, ბევრი მითი არსებობს. ამ მითებს განაპირობებს, ერთი მხრივ, ქვეყნის თავისებურება, მეორე მხრივ, კინემატოგრაფიის მაგიურობა
კინო ვიზუალური ხელოვნებაა და, როგორც ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მასაც სჭირდება ფოტოგრაფია. ფოტო – არა როგორც რეკლამა, არამედ კინოზე მუშაობის ასახვის შესაძლებლობა, „მაგიაში“ მოხვედრის გზა. ხშირად ასეთი ფოტოსურათები უფრო თვალნათლივ აჩვენებს კინემატოგრაფიაში მიმდინარე პროცესებს.
ეს წიგნი „კინოფოტოსურათების“ შეგროვებისა და ქართულ კინოზე კიდევ ერთი „მითის“ შექმნის მცდელობაა
წიგნის ავტორები: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, სოფიო ლაპიაშვილი
ეს არის ბრწყინვალე ალბომი, რომელიც ქართული კინოს განვითარების ერთგვარი ისტორიაა, ეს არის ალბომი, რომელშიც გაერთიანებულია უნიკალური ფოტომასალა ქართული კინოს კულისებიდან, რომელთა უმრავლესობა დღეს პირველად ქვეყნდება, წიგნში შესულია: ფოტოისტორიები, კულისები, ზოგიერთი ფილმის პოსტერები და ქრონიკები ისეთი ცნობილი ფილმებიდან როგორებიცაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ცისფერი მთები", "დაკარგული სამოთხე" და ესკიზი, რომელიც დავით კაკაბაძის მიერაა შექმნილი, კადრები "შერეკილების" გადასაღები მოედნიდან, "ჯარისკაცის მამა", "ლონდრე" ვედრება" და სხვა.
წიგნი სრულდება თანამედროვე ქართული კინოს შედევრებით: "მძევლები" , "გრძელი ნათელი დღეები". "რენე მიდის ჰოლივუდში", "ნამე" და სხვა.
წიგნში შესულია გურამ წიბახაშვილის ფოტოები, ასევე განსაკუთრებული მასალები ფოტოარქივიდან და კერძო კოლექციებიდან.
წიგნის წინასიტყვეობის ავტორია აკა მორჩილაძე.
წიგნის ავტორები: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, სოფიო ლაპიაშვილი
გამოცემა ორენოვანია, რომელიც საუკეთესო საჩუქარი იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკითხველისათვის.