ჩვენ შესახებ




„ტელექსი“
შეიქმნა საოცარი სიფრთხილითა და პატივისცემით ლიტერატურისადმი და უდიდესი სიყვარულით ამ ლიტერატურის ჭეშმარიტი დამფასებლებისათვის. ეს არის უსასრულო სამყარო, რომელიც ჩვენი აზრით აერთიანებს ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სწორედ ამიტომ ჩვენი სლოგანია - „სამყარო, რომელიც გვაერთიანებს“.



თითოეული ჩვენგანი უნიკალურია, უნიკალურია ჩვენს მიერ შექმნილი ისტორიები და ჩვენ გვწამს რომ ყველა ადამიანშია ღირებული, საინტერესო და დასაფასებელი. ასევე შესაძლებელია რომ ყველა ადამიანში ვიპოვოთ ის, რომელიც გვათქმევინებს რომ გვიყვარს და ვაფასებთ მას. არ გიფიქრიათ რომ წიგნებიც ასეა?

ჩვენ ვფიქრობთ რომ წიგნი ძალიან ჰგავს ადამიანს და მთავარია რისი დანახვა გვსურს მასში, ყველა ადამიანისგან ისევე როგორც ყველა წიგნისგან შესაძლებელია რომ ისწავლო ღირებული. ჩვენ გვწამს რომ არ არსებობს ცუდი წიგნი, ისევე როგორც სერვანტესს სწამდა რომ არ არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნება რაიმე ჭკუის სასწავლი. ამიტომ ჩვენთან ყველა წიგნი,  თანამშრომელი და მომხმარებელი ჩვენთვის საყვარელი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებულია.



"ბარემ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველა წიგნი წასაკითხია და ამავე დროს, არც ერთი- აუცილებლად. ნუ იკითხავთ-რა უნდა წაიკითხოთ ამა და ამ ასაკში.უბრალოდ იკითხეთ ის, რაც გსურთ. წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი-ბედნიერება."

ბედნიერება კი იმისთვის არსებობს რომ სხვასაც გაზუზიარო.  სწორედ ბედნიერების გზიარებისთვის შეიქმნა „ტელექსი“ და თქვენ ამ ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებთ.

ჩვენი საიტიდან გამოწერილ წიგნებს ჩვენ ყველაზე სწრაფად და საუკეთესო პირობებით ვაწვდით საქართველოს ყველა კუთხეში, ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა შეარჩიოს სასურველი წიგნი და მიჰყვეს ინსტრუქციას. აქ შეხვდებით მუდმივ ფასდაკლებებს, არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის რა დროა ან არის თუ არა რაიმე ღირსშესანიშნავი დღე.  შემოაბიჯეთ ჩვენ სამყაროში და ჩვენ გპირდებით რომ თქვენ არ იქნებით ჩვენი რიგითი მომხმარებელი, ჩვენ ყოველთვის ვეცდებით დავაფასოთ თქვენთან ურთიერთობა. შეგიქმნათ გარემო, რომელიც იქნება თქვენ ინტერესებზე მორგებული.  


ჩვენ გვწამს რომ ბედნიერების გაზიარებით სამყარო უკეთესი გახდება. ჩვენი მიზანია თითოეულმა მომხმარებელმა იგრძნოს ჩვენთან ურთიერთობით გამოწვეული სიხარული, იგრძნოს ის, რომ მასზე ზრუნავენ, აფასებენ მასთან ურთიერთობას და ჩვენი გუნდი მზად არის უთხრას მადლობა ყველა მომხმარებელს რომ გახდა უკეთესი ვიდრე აქამდე იყო, რადგან ეს ასეა, ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდებით უკეთესი ვიდრე იყავით.

ბედნიერი და ჭკვიანი ადამიანი ქმნის უკეთეს მომავალს საკუთარი თავისთვის, სხვებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ტელექსის მიზანია თითოეული თანამშრომელი იყოს ბედნიერი, ღია სიახლეებისათვის, ღია იდეებისათვის და იყოს მზად განვითარებისათვის, გამარჯვებისთვის, პირველობისთვის, იდეების გაზიარებისათვის და უკეთესი, ფერადი სამყაროს შექმნისთვის.

ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი ქმნის ბედნიერ მომხმარებელს და უკეთეს სამუშაო გარემოს.

„ტელექსის“ ჯგუფი აერთიანებს ექვს უმსხვილეს ინტერნეტ მაღაზიას, საგამომცემლო სახლს  და პირველ ყველაზე დიდ ლიტერატურულ ქოლ-ცენტრს საქართველოში, რომელშიც ასამდე ლიტერატურული აგენტია იმისთვის რომ მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია სიახლეებზე, მათთვის შექმნილ სპეციალურ ფასდაკლებებზე და შექმნან მათთვის კომფორტული სერვისი.

ჩვენი გუნდის ყველა წევრი იცნობს მომხმარებელს, აფასებს მის ინტერესებს და სჩუქნის უსაზღვრო ემოციას და სიხარულის, რომელიც ლიტერატურის გაზიარებითაა გამოწვეული და ამ შემთხვევაში აქ ორივე მხარე თანარად ბედნიერია.

ტელექსი აერთიანებს საქართველოში წამყვან წიგნის გამომცემლობებს, აქვე შეხვდებით განსაკუთრებულ და ექსკლუზიურ გამოცემებს, ჩვენი მომხმარებლების ინტერესებზე შექმნილ წიგნებს და სწორედ ამიტომ „ტელექსის“ მიერ 2016 წელს შექიმნა საგამომცემლო სახლი „ნოტე ბენე“.

„ტელექსის“ მიზანია ქართული და მსოფლიო ლიტერატურის პოპულარიზაცია, მომხმარებლებზე ზრუნვა და ცოდნის გაზიარება.

თუ მზად ხართ თავგადასავლებისათვის, დროსა და სივრცეში მოგზაურობისათვის, თუ მზად ხარ იფრონო, იოცნებო, გააიზიარო სიხარული და მიაღწიო დასახულ მიზნებს, თუ მზად ხარ გახდე უკეთესი, ვიდრე აქამდე იყავი, აჩუქო ბედნიერება სხვასაც, გააზიარო ცოდნა და შექმნა უკეთესი მომავალი, შენთვის, შენი საყვარელი ადამიანებისთვის, რიგითი ადამიანებისთვის და მომავალი თაობებისთვის მაშინ გამოგვყევით სამყაროში, რომელიც გვაერთიანებს და გახსოვდეს წიგნები არის თავისუფლება, კითხვა ბედნიერება და ჩვენ თქვენ ყოველთვის გეტყვით რომ გვიყვარხარ და მადლობა რომ ქმნი უკეთეს მომავალს.