რჩეული მოთხრობები

დანაზოგი 23%

„რჩეული მოთხრობები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.

ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი.გამორჩეული ნაწარმოებები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე.ქართული ლიტერატურის განვითარებაა, სწორედ ამიტომ, სერიის მიზანი თანამედროვე ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და.მათი ნაწარმოებების მკითხველთა ფართო წრისათვის გაცნობაა.

ნაკრებში შესულია: ზაირა არსენიშვილის "კენჭები", რევაზ ინანიშვილის "ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე" და აკა მორჩილაძის "ტერცო მონდო"



ქართველმა მკითხველმა უკვე გაიცნო ზაირა არსენიშვილის რომანი " ვა, სოფელო" , ამ პროზაულ კრებულში კი, რომელსაც „კენჭები“ ჰქვია, შევიდა მისი სამი მოთხრობა, რომლებსაც ისევ ერთი თემა აერთიანებს – უმძიმესი წლები მე-20 საუკუნის საქართველოში, დიდი ტერორი და რიგითი ადამიანების ბედი ამ ისტორიული მოვლენების ფონზე. 

აქ ისევ 1930-იანი წლების საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში. ამ წიგნშიც ავტორი ყვება იმას, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ყველაზე მიჩქმალულია, გაუაზრებელი და სახელდაურქმეველი. აქაც იმ ტრავმას ეხება, რომლისგანაც ბოლომდე თაობები ვერ.გავთავისუფლდით. თითქოს გვაქვს წარმოდგენა რეპრესიების და მსხვერპლის მასშტაბზე, მაგრამ მწერალი, როგორც.ყოველთვის, იმაზე მეტს გვიჩვენებს, ვიდრე უბრალო სტატისტიკაა. მის ტექსტებში რეპრესიების უკან  ადამიანები დგანან თავიანთი ტკივილით, ტრაგედიებით და ტრაგედიასთან.გამკლავების მეთოდებით. აქ რეპრესიების „ზურგში“ დარჩენილ ქალებს ვხედავთ, მათ შიშს  და ძრწოლას, მათ თავზარდაცემას.და მღელვარებას ვეხებით.  ეს ქალები ახერხებენ გადარჩნენ. უფრო მეტიც, გადარჩენისთვის.ბრძოლაში ერთმანეთს გვერდში უდგანან, ერთმანეთს თავდაუზოგავად ეხმარებიან, ერთმანეთზე ზრუნავენ. მათთვის საზიაროა გრძელი.უთავბოლო რიგები პროდუქტების მაღაზიებთან. საზიაროა უსასრულო რიგები ციხეებთანაც, სადაც ტყუილი იმედით.დგანან, რომ თავიანთ დაპატიმრებულ ოჯახის წევრებს გაჭირვებით ნაშოვნ თბილ ტანსაცმელს და საკვებს.შეუგზავნიან.კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული.  აქ ისევ 1930-იანი წლების.საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში.შეუგზავნიან.



რევაზ ინანიშვილი (1926-1991) – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მწერალი, მცირე პროზის დიდოსტატია. მოთხრობების გამოქვეყნება სტუდენტობიდან, 25 წლის ასაკიდან დაიწყო. მოთხრობებთან ერთად, წერდა სცენარებს კინოფილმებისთვის და თარგმნიდა საბავშვო პროზას. მის სიცოცხლეშივე გამოიცა მოთხრობების არაერთი კრებული და ითარგმნა სხვადასხვა ენზე.მისი პერსონაჟები – ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრები ქალები, კაცები თუ ბავშვები, ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც – გულითა და ფიქრით უდიდეს სევდას, სიხარულს, სიყვარულს, მარტოობას, ოცნებებს დაატარებენ და მკითხველსაც უზიარებენ.


დიალექტებით თამაში, ენობრივი ექსპერიმენტების სიუხვე და სიუჟეტების მრავალფეროვნებაა ის მთავარი მახასიათებლები, რითაც აკა მორჩილაძე ყველასგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ ლიტერატურულ სამყაროს ქმნის. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი დამაჯერებელი თხრობის მანერით „აიძულებს“ მკითხველს, ყოველ ჯერზე დაეჭვების გარეშე, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს მთელი ქვეყნისა თუ ერთი კონკრეტული პიროვნების თავგადასავალი.

მოთხრობებს, რომლებიც ამ კრებულშია თავმოყრილი, ერთმანეთისგან განასხვავებს დაწერის თარიღიც, ფორმაც და სტილიც, რითაც ახალბედა მკითხველები უკეთ გაიცნობენ, ხოლო აკა მორჩილაძის ერთგული მკითხველები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან მის მრავალმხრივ გამორჩეულ პროზას.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
15+
ჟანრი:
მოთხრობები
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ფურცლის ტიპი:
ცარცი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2021
ზომა, მმ:
14 X 21
41,00 ₾
31,75 
დანაზოგი: 9,25 ₾
მარაგშია
ქულები: 32 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება