გაიცანი პადინგტონი

მთარგმნელი: მაია წითაძე

დათვი, სახელად პადინგტონი, შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა ლონდონში და მას მერე ბრაუნებთან ცხოვრობს უინძორების ბაღების 32 ნომერში.

პადინგტონის მხიარული თავგადასავლები და ფათერაკები საქვეყნოდაა ცნობილი, თუმცა, ამ წიგნში მხოლოდ სამ ძალიან სასაცილო ამბავს შეიტყობთ:

  • როგორ გახდება საკუთარი ბაღის მფლობელი;
  • როგორ მოიგებს ერთ ძალიან სახალისო კონკურსს;
  • როგორ აღმოჩნდება ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაში საუკეთესო მეგობართან, მისტერ გრუბერთან ერთად.
ISBN:
9789941308796
ავტორი:
მაიკლ ბონდი
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
მაია წითაძე
ფორმატი:
16.70 X 21.30
გვერდების რაოდენობა:
96
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი

მაიკლ ბონდი ბრიტანელი საბავშვო მწერალია, რომელმაც დათვი პადინგტონის თავგადასავლებით გაითქვა სახელი. მაიკლ ბონდის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი. პირველი ქართული თარგმანი 2016 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.  მაიკლ ბონდი ლონდონში, იმ სადგურთან ახლოს ცხოვრობდა, რომლის სახელიც მის ცნობილ გმირს – პადინგტონს –  ჰქვია. იგი 91 წლის ასაკში, 2017 წელს გარდაიცვალა. „მუდამ მჯეროდა და მჯერა, რომ პადინგტონი ნამდვილად არსებობს. ის მყარად დგას მიწაზე და მშვენივრად შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა. როდესაც ცხოვრებაში პრობლემებს ვაწყდები, ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, როგორ მოიქცეოდა პადინგტონი ჩემს ადგილას.“  მაიკლ ბონდი, 2001 წელი.

000009824
19,90 
მარაგშია
ქულები: 20 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება