მიხაილ ბულგაკოვი - თეთრი გვარდია, ბატონ დე მოლიერის ცხოვრება, თეატრალური რომანი

რუსული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაილ ბულგაკოვის (1891-1940) ავტობიოგრაფიული რომანი „თეთრი გვარდია“ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს ასახავს. რომანის მთავარი გმირი, ალექსეი ტურბინი, მიხაილ ბულგაკოვის მსგავსად, კიეველია, ისიც სამხედრო ექიმია და ასევე 28 წლისაა. ავტორის სიცოცხლეში რომანის მხოლოდ რამდენიმე თავი დაიბეჭდა და მთლიანად 1966 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. რომანის საფუძველზე მისივე შექმნილი პიესა „ტურბინთა დღეები“ მოსკოვის სამხატვრო თეატრში სტალინის ნებართვით დაიდგა, თუმცა ბელადმა პიესა ასე შეაფასა: „ეს ანტისაბჭოურია, ბულგაკოვი ჩვენიანი არ არის!“ ავტობიოგრაფიულია „თეატრალური რომანიც“. ავტორი დახვეწილი იუმორით, საინტერესოდ და თხრობის დამატყვევებელი მანერით გადმოსცემს მოსკოვის სამხატვრო თეატრის ამბებს, სადაც მისი პიესები იდგმებოდა, თვითონ კი რეჟისორად მუშაობდა და მსახიობობდა კიდეც. კრებულში შესული მესამე რომანი კი – „ბატონ დე მოლიერის ცხოვრება“ – ერთი შეხედვით ბიოგრაფიულია და ასახავს აბსოლუტიზმის ეპოქაში, ლუი XIV-ის საფრანგეთში მოღვაწე ფრანგი დრამატურგის, მოლიერის ცხოვრებას. თუმცა მკითხველი იოლად დაინახავს კავშირს ავტორისა და პერსონაჟის ცხოვრებას შორის.

ISBN:
9789941308819
ავტორი:
მიხაილ ბულგაკოვი
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
708
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
30,90 
მარაგშია
ქულები: 31 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ