ლიტერე ინვენტე

სერია "ლიტერე ინვენტე" - უმთავრესი, რის მიღწევაც ამ პროექოექტით სურთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო თანამედროვე ავტორთა აღმოჩენა და მაღალი ხარისხის ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველის "განებივრება" არის.
ჩვენი პროექტის სახელწოდებაც ამას გულისხმობს - ლიტერატურულ აღმოჩენებს, იმის გაცნობას, რაც აქამდე არ ვიცოდით და ნამდვილად ღირებულია. ამ პროექტით ითარგმნა ელიფ შაფაქი, ერიხ მარია რემარკი, ტონი მორისონი, ჯუნოუ დიაზი, უილიამ სტაირონი, კოლსონ უაითჰედი, მარიო ბენედეტი და ა.შ ვამზადებთ ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის, ბერნარდინ ევარისტოს რომანებს.

პროექტის, ასე ვთქვათ, ლიტერატურულ-გეოგრაფიული არეალი, ჩვენთვის ახალი და უცნობია. მასში არიან ინდოელი, ურუგვაელი და ა.შ. ავტორები. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მწერლობის ეს პრიზმა - სრულიად განსხვავებული, ახალი ლიტერატურული გემოვნებითა და ტრენდით, რომლის ფოკუსში უბრალო და უუფლებო ადამიანია, რომელიც მოსწყდა მშობლიურ ფესვებს და ცდილობს სხვა მიწაზე იპოვოს თავისი ადგილი.

პროდუქტის ფილტრი
გამომცემლობა
მოძებნე სასურველი ღირებულებით

 – 

  • 11.95
  • 25.95