გადავიკითხოთ

#გადავიკითხოთ ეს არის ქართული კლასიკული ლიტერატურის იმ რჩეული ტექსტების კრებული, რომელთა გადაკითხვა და, შესაბამისად, ხელახალი გააზრება ყოველთვის საინტერესოა. ეს ნაწარმოებები მუდამ თანამედროვე და აქტუალურია და სულ უფრო მეტ საფიქრალს აღძრავს. ამ სერიის იდეაც ეს არის - შევხედოთ, როგორც ახალს, და თავიდან წავიკითხოთ, გადავიკითხოთ კარგად ნაცნობი კლასიკური ქართული ლიტერატურის შედევრები. თითოეული წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის მიერ სპეციალურად ამ სერიისთვის დაწერილი წინათქმა, რომლის მიზანიც არის, მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე. სერიის წიგნებია: „კაცია ადამიანი“ (ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობით); „სურამის ციხე“ (გიგა ზედანიას წინასიტყვაობით); „ლამბალო და ყაშა“ (გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობით); „ქრისტინე“ (თეონა ბექიშვილის წინასიტყვაობით); „ხევისბერი გოჩა“ (დიანა ანფიმიადის წინასიტყვაობით); „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მალხაზ ხარბედიას წინასიტყვაობით)... წიგნები გაფორმებულია მხატვარ ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაციებით.

წიგნები დაბეჭდილია ცარცირებულ ქაღალდზე, აქვს მაგარი ყდა და სუპერი.