ქართული ანბანი 33 ემოცია - ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით

დანაზოგი 20%

კრებული „ქართული ანბანი – 33 ემოცია“ ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და 33 თანამედროვე ქართველი ავტორის ტექსტს აერთიანებს, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მხატვარმა ანთოლოგიისთვის საგანგებოდ შექმნა საზედაო ასოები, რომლებიც თითოეული ავტორის ნააზრევს ერთვის. მწერლები და პოეტები კი მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე იწყებენ პირველი ფრაზის პირველ სიტყვას და საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ანბანის, ენის მიმართ გამოხატავენ. ანთოლოგია ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზით ერთგვარ თანამედროვე ანბანთქებას ქმნის.


წიგნი უპრეცედენტოა და ეხმიანება იუნესკოს (2015 წლის) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კრებული ხელს უწყობს ქართული ანბანისა და დამწერლობის სამივე სახეობის პოპულარიზაციას.
ან­თო­ლო­გი­ა­ში ავ­ტო­რე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სი­თა და ემო­ცი­ით გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ან­ბა­ნის, დამ­წერ­ლო­ბის სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბი­სა და მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი ენის მი­მართ. თი­თო­ე­უ­ლი ტექ­სტი ან­ბა­ნის თითო ასო-ბგე­რა­ზე იწყე­ბა. ასე იკვრე­ბა 33 ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტი­სა და მწერ­ლის 33 ემო­ცია და ქმნის ერ­თგვარ თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ბან­თქე­ბას


კრებულში გაერთიანებული ავტორები: დათო ტურაშვილი, ლია სტურუა, ლაშა ბუღაძე, დიანა ანფიმიადი, გურამ დოჩანაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, გიორგი კეკელიძე, ლია ლიქოკელი, გურამ ოდიშარია, მაია სარიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი, როსტომ ჩხეიძე, რატი ამაღლობელი, ტარიელ ჭანტურია, ბექა ქურხული, ეთერ თათარაიძე, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, არჩილ ქიქოძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიხეილ ანთაძე, კოტე ჯანდიერი, ნოდარ მამაცაშვილი, გიორგი არაბული, გაგა ნახუცრიშვილი, აკა მორჩილაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესიკ ხარანაული.

მთარგმნელები: ნანუკა კობახიძე, ერონ თეოფან ჰალვორსონი.







გამომცემლობა:
პალიტრა L
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
ფოტოალბომი
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
ილუსტრირებული:
კი
გამოცემის წელი:
2022
გვერდების რაოდენობა:
80
ზომა, მმ:
25 x 27
ISBN:
9789941350559
000009832
40,00 ₾
32,00 
დანაზოგი: 8,00 ₾
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
ქულები: 32 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება