გურამ მეგრელიშვილი - ხელი გამიშვი დედა

როგორ აღვზარდო შვილი?

ამ შეკითხვით ბევრი მომმართავს, რადგან მოზარდებთანაც ვმუშაობ. ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირია: არ ვიცი, მეც იმის გაგებას ვცილობ, როგორ აღვზარდო შვილი. ვუშვებ შეცდომებს, ვცდილობ მათს გამოსწორებას, ნაწილი აღარც გამოსწორდება ალბათ, მაგრამ ერთი, რისაც განუხრელად მჯერა და მწამს, არის ის, რომ საკუთარი თავიც აღსაზრდელი მყავს. რისი გამოსწორებაც შვილებში გვსურს, ეს ჩვენშივეა შესაცვლელი. ჩვენთვის უსაყვარლეს ადამიანებში, ვისაც ყველაზე უკეთ ვცნობთ, ვხედავთ საკუთარ რეალურ პრობლემებს და ამას არ ვაღიარებთ.


ჩვენ, შვილები, გარკვეულწილად უკვე ვართ ტრავმირებულები საკუთარი მშობლებისგან, რადგან ცხოვრება ასეთია – სიყვარულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს შხამიანი და ეს მოცემულობაა. მთავარია თავად ვცადოთ ამ ტრავმების შემცირება შვილებთან მიმართებით, გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან, დავთმოთ საკუთარი ნარცისიზმი, რომელიც ასეთი ტკბილია და გვეძახის: დამიყვავე, გადამისვი თავზე ხელი. შენში ის პატარა ბავშვია, ვისაც ბავშვობა წაართვეს, იპოვე მშობელი საკუთარ შვილში, იპოვე შენი ბავშვობა საკუთარ შვილში, იპოვე ბედნიერება საკუთარ შვილში!

ალბათ მშობლობა სწორედ ეს არის – ნარცისიზმისგან განკურნების მცდელობა.

▶ საგამომცემლო ჯგუფი: დაჩი ფაჩულია,  მარიამ შუბლაძე


გამომცემლობა:
აზროვნების აკადემია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
ფსიქოლოგია
ავტორი:
გურამ მეგრელიშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
გვერდების რაოდენობა:
194
ISBN:
9789941850561
000011016
28,00 
მარაგშია
ქულები: 28 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება