თვითშეფასება
„კარლ გუსტავ იუნგი ამბობს, რომ ობიექტური რეალობა ისეთია, როგორადაც ინდივიდი აღიქვამს ამ ობიექტურობას. ჩვენს ადგილს სამყაროში განსაზღვრავს საკუთარი თვითშეფასება, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებით, აღზრდის სტილითა თუ გარემოთი არის განპირობებული და ზოგჯერ უკიდურესად დაბალია, ზოგჯერ კი უკიდურესად მაღალი. სწორი თვითშეფასების ჩამოყალიბება, რაც არსებულ წარმოდგენებსა და საკუთარი თავის შესახებ ფიქრებში ბალანსის დაცვას გულისხმობს, არის ადამიანისთვის ჭეშმარიტი და სრულფასოვანი ცხოვრების საფუძველი.
წინამდებარე კრებულში თავმოყრილია აზროვნების აკადემიაში წაკითხული ლექციები, რომლებიც საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ჯანსაღი თვითშეფასების ძირეული ელემენტების გაცნობაში დაეხმარება.“
▶ თამარ გაგოშიძე – “თვითეფექტურობა და თვითშეფასება”
▶ ზურა მხეიძე – “დაბალი და მაღალი თვითშეფასება – ოქროს შუალედი”
▶ მარინა კაჭარავა – “ცნობიერი და არაცნობიერი თვითშეფასება”
▶ რამაზ საყვარელიძე – “თვითშეგრძნება და თვითშეფასება”
▶ ნინო ბუაძე – “აღზრდის სტილის გავლენა თვითშეფასების ფორმირებაზე”
▶ დავით ანდღულაძე – “სწორი თვითშეფასება, როგორც წარმატების საფუძველი”
▶ ალექსანდრე ჯეჯელავა – “ვინ გეტყვის სიმართლეს”
▶ გაგა ნიჟარაძე – “მე – რეალური და წარმოსახული თვითშეფასება”