ბავშვთა ფსიქოანალიზი
ზიგმუნდ ფროიდის კლინიკური და თეორიული აღმოჩენები მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე აფუძნებენ ფსიქოანალიზს, როგორც მოძღვრებას, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების, მისი ნორმისა და პათოლოგიის შინაგანი მექანიზმების გაგების საქმეში. ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები, რომლებიც ქმნიან უკიდურესად რთულ თეორიულ ნაგებობას, ემყარება როგორც ბავშვობის ასაკის, ასევე ბავშვის კვლევას იმ კულტურული, ოჯახური და ენობრივი გარემოს გათვალისწინებით რომელშიც ის ცხოვრობს და ვითარდება, როგორც ენისა და სურვილის სუბიექტი.
ეს წიგნი სწორედ ბავშვთა ფსიქოანალიზს ეძღვნება და აერთიანებს ფრანგ ფსიქოანალიტიკოსთა ნაშრომებს, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოს მკვლევარებს ლაკანიანური თუ სხვა ფსიქოანალიტიკური სკოლებიდან საფრანგეთში, რაც ქართველი მკითხველისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნოს ბავშვთა ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას, გამორჩეულს განსაკუთრებული სიღრმითა და დახვეწილი კონცეპტუალური სისტემით, რომელიც ცენტრალურ მნიშვნელობას სუბიექტს, ენობრივ გარემოსა და მშობლების როლს ანიჭებს ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში.
წიგნი განკუთვნილია, როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსების, პედაგოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ასევე მშობლებისა და ბავშვებთან მომუშავე კლინიკური ფსიქოლოგებისათვის.
კრებულში გაერთიანებული ფრანგ ავტორთა ნაშრომები ასოციაცია “ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის“ წევრებმა თარგმნეს, რომელიც აზროვნების აკადემიის თანადგომით გამოიცა.
▶ გიგა მამინაშვილი – წინასიტყვაობა
▶ სოფი მორგენსტერნი (SOPHIE MORGENSTERN) – “ფსიქოგენური მუტიზმის შემთხვევა”
▶ ფრანსუაზ დოლტო (FRANÇOISE DOLTO) – “წინასიტყვაობა მოდ მანონის წიგნისთვის –„პირველი შეხვედრა ფსიქოანალიტიკოსთან“”
▶ მოდ მანონი (MAUD MANNONI) – “ბავშვთა ფსიქოანალიზი ფროიდიდან დღემდე”
▶ კლოდ ბუკობზა (CLAUDE BOUKOBZA) – “ნარცისტული ჰემორალგიის რისკი დედასთან და მისი გავლენა ბავშვზე”
▶ კატრინ სალადენი (CATHERINE SALADIN) – “მოდ მანონისა და ფრანსუაზ დოლტოს შეხედულება დებილიზმზე” ▶ კატრინ ვანიე (CATHERINE VANIER) – “ბავშვის სიმპტომი”
▶ სერჟ ლებოვიცი (LEBOVICI SERGE) – “თაობათაშორისი (ინტერგენერაციული) ტრანსმისია და სიცოცხლის ხის გამოყენების მნიშვნელობა ჩვილ ბავშვთა და მშობელთა კონსულტაციის დროს”
▶ ბერნარ გოლსი (BERNARD GOLSE) – “მესამე ტოპოლოგიის საჭიროება”
▶ რენე დიატკინი (RENÉ DIATKINE) – “ბავშვი ზრდასრულში ან ოცნების უსასრულო უნარი”
▶ ოლივიე დუვილი (OLIVIER DOUVILLE) – “მოზარდთა აღტაცება და შფოთვა სიყვარულის წინაშე”
▶ პატრიკ ლანდმანი (PATRICK LANDMAN) – “ფსევდო მეცნიერების რუპორთა ნაცვლად ბავშვებს და მათ მშობლებს უსმინეთ”
▶ ალენ ვანიე (ALAIN VANIER) – “ნაგულისხმები სუბიექტი”
▶ მთარგმნელები: ▶ ელენე ბარამიძე, ▶ გიგა მამინაშვილი,▶ ვალერი ოთხოზორია, ▶ ნანუკა მაისაშვილი, ▶ ნანუკა მაისაშვილი, ▶ მაია კერვალიშვილი, ▶ გიორგი ხოფერია, ▶ ნინო ზარდიაშვილი