რისმაგ გორდეზიანი - ანტიკური სამყარო

დანაზოგი 25%

ეტრუსკები

ანტიკური ცივილიზაციის შემქმნელთა ამბავს მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და სახელმძღვანელოს ავტორი ეკატერინე კობახიძე წარმოგვიდგენენ.

 წიგნი ეძღვნება ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტებს - ეტრუსკებს, რომლებმაც ბერძნებთან და რომაელებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანეს ანტიკური ცივილიზაციის შექმნაში.

 პირველად ქართულ სამეცნიერო სინამდვილეში ერთ ნაშრომშია განხილული ეტრუსკული მემკვიდრეობის ყველა ძირითადი მიმართულება: ისტორია, დამწერლობა, ენა, საზოგადოებრივი ცხოვრება, მითოლოგია, რელიგია და ხელოვნება.

 წიგნს ერთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების ასზე მეტი ილუსტრაცია და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის, მათ შორის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.


ბერძნული ცივილიზაცია ტომი I

აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის „ბერძნული ცივილიზაციის“ მეორე, შესწორებული და გავრცობილი გამოცემა კრეტა-მიკენის გეომეტრიული, არქაული და კლასიკური ეპოქის ბერძნული კულტურის ყველა უმთავრეს სფეროს წარმოგვიდგენს: ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, მჭევრმეტყველებას, ისტორიოგრაფიას, ფილოსოფიას და ა.შ. წიგნში წარმოდგენილია ბერძნული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების 200-ზე მეტი ილუსტრაცია. „ბერძნული ცივილიზაცია“ განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის, სტუდენტებისა და ძველი სამყაროს კულტურებით დაინტერესებული მკითხველისთვის.


მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
მითოლოგია
ავტორი:
რისმაგ გორდეზიანი
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2021
გვერდების რაოდენობა:
300 +
ზომა, მმ:
14 X 21
41,00 ₾
30,75 
დანაზოგი: 10,25 ₾
მარაგშია
ქულები: 31 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება