მსოფლიო ლიდერების მიმართვები, რომლებმაც ეპოქა შეცვალა

დანაზოგი 17%

იმედის ჩასახვა, გრძნობების გაღვივება, მომავლის ჭვრეტით აწმყოზე მსჯელობა, უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვა და გამარჯვებისკენ დაუცხრომელი ლტოლვა _ ასეთია მამოძრავებელი იმპულსები იმ ბრწყინვალე მიმართვებისა, რომლებშიც ხორცშესხმულია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე განვლილი ეპოქის სულისკვეთება. ამ მიმართვებში ასახულია განცდები და გრძნობები, რომლებიც თან სდევს ჩვენი სამყაროს უწყვეტ განვითარებას. კრებულში თავმოყრილი ოცდათვრამეტი მიმართვა მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, უფრო სიღრმისეულად ჩასწვდეს ეპოქას, ყურად იღოს გამოთქმული აზრები და მიჰბაძოს ამ სიტყვების ავტორთა მაგალითებს.


არ­სე­ბო­ბენ ლი­დე­რე­ბი, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი დღემ­დე გავ­ლე­ნას ახ­დენს მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე. ბევ­რი ახ­ლან­დე­ლი ლი­დე­რი მათი მო­საზ­რე­ბე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­სას მათი ცი­ტა­ტე­ბით მი­მარ­თავს აუ­დი­ტო­რი­ას და ასე ცდი­ლობს მისი გუ­ლის მო­გე­ბას. თა­ვის მხრივ კი აუ­დი­ტო­რია სა­ხე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის სი­ტყვე­ბის ცი­ტი­რე­ბი­სას უფრო მე­ტად ენ­დო­ბა სი­ტყვით გა­მომ­სვლელს.


მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი მი­მარ­თვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა არა მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ლი­დე­რე­ბის­თვის, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის­თვი­საც. ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ გა­მოს­ვლებ­ზე სა­უბ­რი­სას მა­შინ­ვე გვახ­სენ­დე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სი­ტყვა (We should never surrender), რო­მე­ლიც 1940 წელს წარ­მოთ­ქვა და დღე­საც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ასე­ვე, უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის არა­ერთ ემო­ცი­ურ და და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ გა­მოს­ვლას შო­რის ის­ტო­რი­უ­ლად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 1946 წელს ფულ­ტონ­ში, მი­სუ­რის შტატ­ში (აშშ) ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი, როცა მან პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა გე­ბელ­სის ტერ­მი­ნი „რკი­ნის ფარ­და“ (იგი­ვე სა­ზღვა­რი, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად, იდე­ო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ყოფ­და ევ­რო­პას ორ ნა­წი­ლად მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­სას­რუ­ლი­დან ცივი ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე (1945-1990). ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოს­ვლას­თან ერ­თად, ერთ წიგნ­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბის მი­მარ­თვე­ბი 1945 წლი­დან დღემ­დე და ის მკი­თხველ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.



ISBN:
9789941350405
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ანი ნემსიწვერიძე
ფორმატი:
23.7 X 28
გვერდების რაოდენობა:
224
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000009811
60,00 ₾
50,00 
დანაზოგი: 10,00 ₾
მარაგშია
ქულები: 50 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება