დიპლომატია

დანაზოგი 20%

ჰენრი კისინჯერი მეოცე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. პრეზიდენტ ეიზენჰაუერიდან მოყოლებული, ის ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის თითქმის ყველა პრეზიდენტის მრჩეველი იყო. 1969-1973 წლებში კისინჯერს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა ეკავა, ხოლო 1973-1977 წლებში ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო.
 
ჰენრი კისინჯერი (დაბადებისას − ჰაინც ალფრედ კისინჯერი) 1923 წელს გერმანიაში დაიბადა, საიდანაც მისი ოჯახი 1938 წელს ნაცისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაექცა. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შემდეგ მან განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც შემდგომში კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტებისთვის მრჩევლის როლს მოირგებდა, კისინჯერმა აღიარება მოიპოვა თვისი აკადემიური საქმიანობით, განსაკუთრებით, როდესაც გამოქვეყნდა მისი წიგნი „ბირთვული იარაღი და საგარეო პოლიტიკა“.
 
კისინჯერს უხვად ჰყავს თაყვანისმცემლები და კრიტიკოსები, შეიძლება ითქვას − მოძულეებიც. ერთი მხრივ, იშვიათია იმ მასშტაბის პირადი გავლენა, რომელიც მან მოახდინა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებზე. მეორე მხრივ, მისი არაერთი ნაბიჯი დღემდე კრიტიკის ან დავის საგნად რჩება. თუმცა ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს კისინჯერის ფიგურის მასშტაბს და მისი ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელობას. 
 
„დიპლომატია“ კისინჯერის ყველაზე მონუმენტური ნაშრომია, რომელშიც ის ღრმად აანალიზებს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას და ხსნის სახელმწიფოების ქცევის მიზეზებსა და პრინციპებს. მიუხედავად მკითხველის მრწამსისა და კისინჯერის ფიგურისადმი დამოკიდებულებისა, „დიპლომატია“ პრაქტიკულად სავალდებულო საკითხავია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და ისტორია.
 
ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ბადრიძემ  

გამომცემლობა:
ინტელექტი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
პოლიტიკა
ავტორი:
ჰენრი კისინჯერი
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
გიორგი ბადრიძე
ყდის ტიპი:
მაგარი
გამოცემის წელი:
2021
გვერდების რაოდენობა:
1184
ზომა:
17 X 24.5
ISBN:
9789941313561
000009138
70,00 ₾
56,00 
დანაზოგი: 14,00 ₾
მარაგშია
ქულები: 56 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება