ყველაფერი ორსულობაზე და ბავშვის მოვლაზე

დანაზოგი 33%

ყველაფერი ბავშვის მოვლასა და ორსულობაზე
დიდი ფასდაკლება I ორი წიგნი 70 ლარის ნაცვლად 47 ლარად!

????ფეხმძიმობა მეტისმეტად აფორიაქებს გამოუცდელ მომავალ მშობლებს... სადაცაა თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება, ამ დროს კი შესაძლოა დიდი რაოდენობის გაუგებარი ინფორმაცია დაგატყდეთ თავს. მაგრამ ნუ შეშინდებით: ეს დასურათებული გზამკვლევი, რომელიც მარტივად აღსაქმელი, მოხდენილი ინფოგრაფიკითაა გაჯერებული, ყველა ბარიერის დაძლევაში დაგეხმარებათ, გაგაცნობთ თქვენთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ფაქტს, ხოლო გზადაგზა კი გონივრული დოზით საინტერესო წვრილმანებსაც მოგაწვდით.
????ეს წიგნი აღწერს ყველაფერს – დაწყებული იმ ცვლილებებიდან, რომლებიც ორსული ქალის სხეულში ხდება, დასრულებული ახირებებით, რომლებიც შესაძლოა ამ პერიოდში დასჩემდეს – და ამგვარად, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს გთავაზობთ მოკლე გზას იმის გასაგებად, თუ რას უნდა ელოდოთ, როდესაც შვილს ელოდებით.
✍ კლერ პლიმერის „ორსულობა არც ისე რთულია“ ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა
???? ქართული თარგმანის სამეცნიერო კონსულტანტია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია.


????პაწაწინა (ახალშობილის მოვლა)
???? ყველაფერი ახალშობილის მოვლაზე I დიდი ფასდაკლება
45 ლარის ნაცვლად 27 ლარად!
???? „როგორ ვკვებოთ ახალშობილი ბავშვი? რა ჩავაცვათ, როდის გავასეირნოთ? როგორ მივხვდეთ, სტკივა რამე თუ არა, და თუ სტკივა, რითი დავეხმაროთ? ამ და მრავალ სხვა შეკითხვაზე პასუხის მოძებნაში ახალბედა დედ-მამას ეს წიგნი დაეხმარება, რადგან მასში ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდის – პირველი ერთი თვის პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდებია განხილული. ცხოვრება წინ მიდის, იცვლება ექიმების შეხედულებები ახალშობილის კვებისა და მოვლის საკითხებზე, ჩნდება ბავშვის მოვლის ახალი საშუალებები. ამასთან, დღევანდელი მშობლები გაცილებით მეტ ინტერესს იჩენენ ამ სიახლეთა მიმართ და მეტ შეკითხვას სვამენ, ვიდრე ადრე. ????‍????რაც უფრო მეტი ეცოდინებათ ახალგაზრდა მშობლებს ბავშვის კვების, მოვლისა და აღზრდის საკითხებზე, მით უკეთ შეძლებენ ითანამშრომლონ სამედიცინო პერსონალთან, რომლის წარმატებული საქმიანობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის დედ-მამის მომზადების სათანადო დონეს. ⭐ ყოველივე ამის გამო გადავწყვიტეთ, წიგნი ახალი მონაცემებით შეგვევსო და მეორედ გამოგვეცა. იმედი გვაქვს, იგი კვლავ იპოვის გზას მკითხველის გულისაკენ და სარგებლობას მოუტანს ახალბედა მშობლებს“. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პედიატრ სალომე მიქაძის წინამდებარე წიგნი ავტორის მიერ აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რამდენიმე ათეული წლის მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილებისა და უახლესი სამედიცინო ინფორმაციის შეჯერების ნაყოფია.


გამომცემლობა:
ინტელექტი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
70,00 ₾
47,00 
დანაზოგი: 23,00 ₾
მარაგშია
ქულები: 47 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ