მედეა საღლიანი - ვისწავლოთ სვანური

„ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში...
 
ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები.
 
გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც სვანური ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი და მისი აუდიო ვერსია უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს.“

გამომცემლობა:
არტანუჯი
მკითხველის ასაკი:
6 წლიდან
ავტორი:
მედეა საღლიანი
ენა:
ქართული, სვანური
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2022
გვერდების რაოდენობა:
416
ზომა, მმ:
16x23.5
ISBN:
978-9941-504-22-8

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
29,95 
მარაგშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ