საქართველოს ისტორიის პალიტრა - ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია #2

ისტორიკოსის შესწავლის მთავარი ობიექტი ადამიანია, ვინაიდან სწორედ იგია ისტორიის შემოქმედი. როგორი იყო ჩვენი წინაპრების სამოქმედო არეალი, როგორი იყო მათი მსოფლმხედველობა და რას გრძნობდნენ - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს 15-ტომეულში აღმოაჩენთ.

XIX საუკუნეში დიდი ილია წუხდა: „ჩვენი „ქართლის ცხოვრება“ ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებულიო.“

წარსულის რეკონსტრუირება არასდროს მოგვცემს სრულყოფილ სურათს, თუ კვლევა-ძიებისას ამოსავალი ადამიანი და მისი გარემომცველი სამყარო არ იქნება. ისტორიკოსის შესწავლის მთავარი ობიექტი ადამიანია, ვინაიდან სწორედ იგია ისტორიის შემოქმედი. როგორი იყო ჩვენი წინაპრების სამოქმედო არეალი, როგორი იყო მათი მსოფლმხედველობა და რას გრძნობდნენ - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემის გზით მკვლევარს უფრო ღრმად მიჰყავს მკითხველი ისტორიის ლაბირინთებში.


„მსგავსი პროექტი არცთუ ბევრ ქვეყანაში განხორციელებულა. ეს გახლავთ მასშტაბური გამოცემა, რომლის მიზანია მკითხველს ისტორია სულ სხვა კუთხით, მთელი თავისი მრავალფეროვნებით აჩვენოთ. თითოეული ტომი მიეძღვნება ისეთ თემებს, რომლებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე ისტორიის სახელმძღვანელოებში. იგულისხმება ის, რომ, როგორც წესი, ჩვენ ვიკვლევთ და ვსწავლობთ მეფეების, ომების ისტორიას, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება საზოგადოების ყოველდღიურობა, ის რაც სხვადასხვა ეპოქის ადამიანების ყოფის ნაწილი იყო. ისტორია უნდა გაცოცხლდეს, ჩვენს წარმოდგენებში უნდა გავაცოცხლოთ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ, მოღვაწეობდნენ, იბრძოდნენ... ისტორია არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკური მოვლენების გროვად, ის უნდა გახდეს ერთ დროს ცოცხალ ადამიანთა ამბების მთხრობელი“, - განმარტავს ჯაბა სამუშია.

ისტორიის წიგნებში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს ისტორიის პალიტრა მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ისეთი თემებით, როგორებიცაა: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის ისტორია, ეპიდემიების ისტორია, ზღვაოსნობა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო კიდევ არაერთი მიმართულება.


გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
ისტორია
მკითხველის ასაკი:
12+
ავტორი:
ოთარ ლორთქიფანიძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
427
ზომა:
17X23
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
სერია:
საქართველოს ისტორიის პალიტრა
გამოცემის წელი:
2022
ISBN:
9789941350504
000009998
20,00 
მარაგშია
ქულები: 20 ქულა
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება

კვირის ბესტსელერი

000007161
"უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს", "წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა. გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი "პატარა ქალაქის ზღაპრები" "ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს".
24,95 
მარაგშია

     

ასევე დაგაინტერესებთ

არ გამოგრჩეთ სიახლეები