საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. შრომები – I

ტომეული თავს უყრის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, დავით მუსხელიშვილის ფაქტობრივად ყველა ნაშრომს – მონოგრაფიებს, სტატიებს, ნარკვევებს.

საქართველოს ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიისა და არქეოლოგიის გამორჩეული მკვლევრის შრომათა ერთიანი სახით გამოცემა დიდ დახმარებას გაუწევს სხვადასხვა დარგის მეცნიერებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის წარსულით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

დავით მუსხელიშვილის „შრომების“ I ტომში განთავსებულია ფუნდამენტური ნაშრომი „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“, რომელიც თავდაპირველად ორ ტომად გამოიცა, 1977 და 1980 წლებში.
 
მონოგრაფიაში მიმოხილულია, თუ როგორ მიმდინარეობდა და რა შიდა მიზეზებით იყო განპირობებული ქართულ „ქვეყანათა“ კონსოლიდაციის მრავალსაუკუნოვანი პროცესი, რისი შედეგიც ფეოდალური სახელმწიფოს – „საქართველოს“ წარმოქმნა იყო. ნაშრომის პირველ ნაწილში ეს პროცესი განხილულია უძველესი პერიოდიდან V საუკუნის ჩათვლით, რა დროსაც ვახტანგ გორგასალმა ერთ სამეფოდ გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს ტერიტორიები. მეორე ნაწილში კი გაშუქებულია საქართველოს ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის ისტორია. ამ დიდი პოლიტიკური პროცესის ქრონოლოგიური პერიოდი მოიცავს VI-X საუკუნეებს.
 
ნაშრომი განკუთვნილია როგორც საქართველოს საისტორიო მეცნიერების შემსწავლელ მკვლევართა და სტუდენტთათვის, ასევე დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

გამომცემლობა:
არტანუჯი
ჟანრი:
ისტორია
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
დავით მუსხელიშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
რედაქტორი:
ბუბა კუდავა, გიორგი ჭეიშვილი
გვერდების რაოდენობა:
608
ზომა:
16.5X22
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
ილუსტრაციის ტიპი:
ფერადი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
წონა, გრ:
608
ISBN:
9789941504617

შესავალი: წინაფეოდალური ხანის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები შესავალი. წინაფეოდალური ხანის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები 

1. საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა . 

2. ძირითადი ისტორიული სასოფლო-სამეურნეო არეები. 

3. უძველესი ვითარება (ძვ. წ. V-IV ათასწლეულები). 

4. ადრებრინჯაოს ხანა (ძვ. წ. III ათასწლეული)..  

5. შუაბრინჯაოს ხანა (ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი) ..... ნ. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე და I ათასწლეულის პირველი ნახევარი). 

7. კოლხეთის სამეფო 

8. ივერიის სამეფო 

9. ეთნოგენეზის საკითხი

10. ეროვნული ტრადიცია „ქართლის“ საზღვრების შესახებ


თავი I. ეგრისის სამეფო 

1. ეგრისის სამეფოს ჩამოყალიბების ისტორიულ-გეოგრაფიული პროცესი . 

2. ეგრისის სამეფოს ტერიტორიის შინაგანი დანაწილება (IV-V სს.) .... 

3. ლეჩხუმის ციხე-სიმაგრეები 

4. პროვინციათა დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებასთან

5. მთისა და ბარის ურთიერთობა 


თავი II. ქართლის სამეფო 

1. გოგარენე | გუგარქი

2. ხუნანი || ჰნარაკერტი  

3. კოლა-არტაანი 

4. ტაშირი

5. ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის საზღვარი. 

6. დანაწილება ნ. ქართლის შინაგანი ტერიტორიული 

7. ქალაქები და სავაჭრო გზები 

8. სოციალური გეოგრაფია


 თავი III. ვახტანგ გორგასლის ეპოქა 

1. პოლიტიკური ვითარება V ს-ის მეორე ნახევრის დასაწყისში

2.კავკასიის მთიანეთის პოლიტიკური დამორჩილება 

3. დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს შემოერთება  

4. აღმოსავლური პოლიტიკა. მთისა და ბარის ურთიერთობა

5. თბილისი

6. საეკლესიო რეფორმა

7. ეთნიკური გეოგრაფია 


წიგნი II 

თავი I. საქართველოს ისტორიული გეოგრაფია VII ს-ის პირველ ნასევარში 

1 ეკონომიკური წინამძღვრები. 

2.ჰაბიბ იბნ-მასლამას „დაცვის სიგელი“ 

3. გარდაბანი . 

4.ზემო და ქვემო ქართლი  

5. დასავლეთი საქართველო


თავი II. ცვლილებები VIII ს-ის 40-იანი წლებისათვის

1.ეკონომიკური წინამძღვრები.

2. არჩილ „მეფე“

3. წუქეთი 

4. კამბეჩანი და შულავერი

5. არაბული და ქართული ნუსხების შედარება. 

6. შაქი

7. დასავლეთი საქართველო. 

8. ქუთაისი. 


თავი III. განვითარების ძირითადი ტენდენცია: „ქუეყანათა“ ჩამოყალიბება

1. კახეთის ციხესიმაგრეები. 

2. „ცხვრის გზები"

3. ქრონოლოგიის საკითხი 

4. ფეოდალურ „ქუეყანათა" ჩამოყალიბება 

5. ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინოლოგიის ცვლილება 


თავი IV. აღმოსავლეთი საქართველო 

1. ეკონომიკური ვითარება

2. ჰერეთი 

3. კახეთი

4. თბილისის საამირო


თავი V. დასავლეთი საქართველო: „აფხაზთა სამეფო" 

1 . პოლიტიკური საზღვრები

2. ტერიტორიის შინაგანი დანაწილება

3. სამოქალაქო .... 

4. ახალი საერისთავოები 


თავი VI. სამხრეთ დასავლეთი საქართველო

1. აშოტ კურაპალატი. 447 

2. ტაო

3. კურაპალატების სამთავრო

4. ტერიტორიის შინაგანი დანაწილება 

5. ტიტულატურა.... 

6. გურგენ ერისთავთერისთავი 

7. ეკონომიკური გეოგრაფია და პოლიტიკური სტრუქტურა. 

8. ზემო ქართლი 


თავი VII. საქართველოს გაერთიანება

1. ქვემო ქართლი

2. შიდა ქართლი

3. შინაგანი ტერიტორიული დანაწილება 516 

4. ჯავახეთი 

5. დავით კურაპალატი

6. ბაგრატ III


Principal Questions of Georgia's Historical Geography (Summary)..... 

Основные вопросы исторической географии Грузии (Резюме)


შემოკლებათა სია 

საძიებლები 

პირთა სახელები.

გეოგრაფიული სახელები 

ეთნიკური სახელები

000011290
40,00 
მარაგშია
ქულები: 40 ქულა
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება








ავტორის სხვა წიგნები
ასევე დაგაინტერესებთ
გამომცემლობის სხვას წიგნები