ნაპოლეონის მარშლები

დავუ, მასენა, ლანი, ბერტიე, ნეი, მიურატი... – ეს სახელები ნაპოლეონის ეპოქის სიმბოლოებად იქცა. იმპერიის პერიოდში ნაპოლეონმა სულ 26 მარშალი დანიშნა. მათ ცხოვრება ქაოტურ, ომითა და სისხლისღვრით აღსავსე წლებში გაატარეს. ყველამ დიდების მწვერვალს მიაღწია. ზოგიერთი ადრევე დაიღუპა, ზოგმა კი დიდხანს იცოცხლა და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში შემდგომში მომხდარ დიდ გარდაქმნებში.
 
წინამდებარე გამოცემით ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, ქართულ ენაზე გაეცნოს საფრანგეთის მარშლების საინტერესო და დრამატული მომენტებით აღსავსე ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
 
„აქ არის ოცდაექვსი კაცი, რომლებიც ეპოტინებოდნენ გვირგვინებს, ცხარედ კამათობდნენ ერთმანეთში, ხლართავდნენ ინტრიგებს, იბრძოდნენ, ლაშქრობდნენ და ეცემოდნენ ყველა დროის უდიდესი მხედართმთავრის მეთაურობით. ისინი იყვნენ არისტოკრატიიდან, საშუალო ფენიდან თუ მდაბიოთაგან, სამი რამ ჰქონდათ საერთო – ამბიცია, უკიდურესი სიმამაცე და ის თავისებური სიამაყე, რომელიც ან წარმატების მწვერვალს მიაღწევინებს კაცს, ან დაამდაბლებს მას ბავშვური აზროვნების დონემდე“. – რონალდ ფ. დელდერფილდი

ISBN:
978-9941-494-70-3
ავტორი:
ალექსანდრე მიქაბერიძე, ლევან მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია
გამომცემლობა:
არტანუჯი
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
ფორმატი:
17X23
გვერდების რაოდენობა:
678
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
59,95 
მარაგშია
ქულები: 60 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ