მეჩეთები სამცხე-ჯავახეთში

გამოცემის მიზანია დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძალზე საინტერესო და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილი – ისლამური საკულტო ძეგლები. ეს ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, თავი მოუყაროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მეჩეთების შესახებ ზოგად ინფორმაციასა და შესაბამის ფოტომასალას. წიგნს ახლავს მცირე ნარკვევი საქართველოს ტერიტორიაზე ისლამის გავრცელების ისტორიის შესახებ; მოყვანილია აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის მკვიდრ, ქართველ მუსლიმ და ქრისტიან თემთა შორის კეთილმეზობლური თანაცხოვრების შესახებ არსებული საინტერესო ცნობები.
 
ნაშრომის მთავარი ნაწილი რეგიონის მეჩეთების შესახებ ერთგვარი საცნობარო ინფორმაციაა, მცირე აღწერილობითა და ილუსტრაციებით. აქვეა წარმოდგენილი დღეისათვის უკვე დანგრეული მეჩეთების მცირე ნუსხაც. უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის ისლამური საკულტო ძეგლების შესახებ კვალიფიციური კვლევა ჯერაც არ ჩატარებულა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მომავალში კვლავ გამოვლინდეს ცალკეული ნაგებობები ან ნაშთები. ამიტომ, ამ მიმართულებით, გამოცემას სისრულის პრეტენზია ვერ ექნება.
 
წიგნში წარმოდგენილი მეჩეთების უმრავლესობა აგებულია ქართველ მუსლიმთა მიერ, მათი სახსრებითა და მონაწილეობით, ქართული არქიტექტურული ტრადიციების გათვალისწინებით. სამხრეთ საქართველოს ცალკეულ სოფლებში, გვიანი შუა საუკუნეებიდან, მცირე რაოდენობით, სხვა ეთნიკური ჯგუფებიც სახლობდნენ. ნაშრომში შესულია მათ მიერ აგებული რამდენიმე სალოცავიც, რომლებიც, სხვათა შორის, ასევე განიცდის ადგილობრივი ტრადიციების დიდ გავლენას.
 
შეადგინა ნესტან ბლუაშვილმა
ალბომში გამოყენებულია ხატია ბლუაშვილის ფოტოები

ISBN:
978-9941-494-49-9
გამომცემლობა:
არტანუჯი
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
80
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
24,95 
მარაგშია
ქულები: 25 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ