კავკასიის ისტორია - I ტომი

მომხმარებელი ასევე იძენს
=
სრული საწყისი ღირებულება159,90 ₾
ფასი ყველასათვის159,90 ₾

კავკასია, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის უძველესი კერა და ბუნებრივი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უდიდეს როლს ასრულებდა ხალხთა დაახლოებასა და ურთიერთგაგებაში. მუდამ უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო, უნიკალური გეოპოლიტიკური, გეოკულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობით, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულებში იმ მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა მოვლენებმა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის თითქმის ყველა კუთხეში რომ დატრიალდა, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს რეგიონი ე. წ. „ცხელ წერტილად“ აქცია და მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების არეალში მოაქცია. ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურულიცხოვრება წარმოუდგენელი, ნაკლული და უსრულია კავკასიის გარეშე.
 
„კავკასიის ისტორია“ მოიცავს ორ ტომს და ამგვარი სრული გამოცემა პირველად ქვეყნდება. ნაშრომში წარმოჩენილია ის დიდი გზა, რომელიც კავკასიის ქვეყნებმა და ხალხებმა გაიარეს – ადრინდელი, პროტოფეოდალური, ფეოდალური შუღლისა და დაქუცმაცების ხანა, უცხოელთა ბატონობა, ცარიზმის კოლონიური ჩაგვრისა და საბჭოთა იმპერიის სირთულეები. კავკასიის ქვეყნების ტრადიციები, პოლიტიკური ვითარება და დიპლომატიური ურთიერთობები; ეროვნული, რელიგიური, სოციალური თუ კულტურული სიჭრელე და სწრაფვა შიდა კავკასიური მშვიდობის მოგვარებისათვის. გამოკვლევაში არის მცდელობა დასაბუთებისა, რომ კავკასიის ხალხის მშვიდობიანი თანაარსებობის, ინტეგრაციის საფუძველია კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც ეყრდნობა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს.

ავტორთა ჯგუფის [როინ მეტრეველი (ხელმძღვანელი), ვალერი ვაშაკიძე, ვახტანგ გურული, ალექსანდრე დაუშვილი, ლელა მიქიაშვილი, ჯონი კვიციანი, გიორგი ჭეიშვილი, ოთარ ჯანელიძე] მიერ შექმნილ ორტომეულში კავკასიის ისტორია გადმოცემულია ქართული და უცხოენოვანი წყაროების, არქეოლოგიური და ეთნოლოგიური, ნუმიზმატიკური და ფოლკლორული მასალის შესწავლის საფუძველზე; გათვალისწინებულია სხვადასხვაეროვანი ავტორების ნაშრომები – ფართო ისტორიოგრაფიული მასალა. ამგვარი სახის ნაშრომი ჩვენში პირველად ქვეყნდება და ის მკითხველთა ფართო წრისთვის (სპეციალისტები, სტუდენტები, ისტორიის მოყვარულები) საინტერესო იქნება.



გამომცემლობა:
არტანუჯი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
ისტორია
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
ფურცლის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
კი
გამოცემის წელი:
2023
გვერდების რაოდენობა:
824
ზომა, მმ:
18.50x26.50
ISBN:
97899415044-0
000010997
79,95 
მარაგშია
ქულები: 80 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ