ესქილე - ტრაგედიები

18,90 
მარაგშია
ქულები: 19 ქულა
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება

წიგნში შესულია ესქილეს შვიდი ტრაგედია: „მავედრებელი ქალები“, „სპარსელები“, „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“, ტრილოგია „ორესტეა“, რომელშიც შედის სამი ტრაგედია: „აგამემნონი“, „ქოეფორები“ და „ევმენისები“ და „მიჯაჭვული პრომეთევსი“, რომლის ავტორობაზე კამათია. წიგნში წარმოდგენილი იქნება ესქილეს ჩვენამდე მოუღწეველი დრამების ფრაგმენტები.


წიგნს წინ უძღვის მთარგმნელის ვრცელი წინასიტყვაობასაც, რომელშიც ცალ-ცალკეა მიმოხილული თითოეული ტრაგედია, მათი შექმნის დრო,კონტექსტი და სხვა არაერთი საინტერესო საკითხი.

ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა, წინასიტყვაობა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ლევან ბერძენიშვილმა.

წიგნი ძველი ბერძნულიდან ლევან ბერძენიშვილმა თარგმნა.



ესქილე ელევსისში, არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა და ელევსისის მისტერიებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ელევსისმა ესქილეს შემოქმედებას მისტიკურ-ფილოსოფიური მიმართულება მისცა, ხოლო ათენი და დიონისეს თეატრი მის ნამდვილ არენად იქცა. სწორედ ამიტომ ესქილე გახდა არა ლიტურგიული ჰიმნებისა და კანტატების მომღერალი, არამედ დიდი ტრაგიკული პოეტი. ის ათენის სცენის ნამდვილი მეფე იყო, ათენელი მაყურებელი ესქილეს, უბრალოდ, აღმერთებდა. ის ერთადერთი ავტორი იყო, რომლის პიესები მისი სიკვდილის შემდეგაც იდგმებოდა. უნდა ითქვას, რომ სოფოკლეს გამოჩენამდე ესქილეს ღირსეული მეტოქე არ ჰყოლია.

ეპოქა, რომელშიც ესქილეს მოუწია მოღვაწეობა, ბერძნების ცხოვრებაში მთავარი აღმავლობის ეპოქად მიიჩნევა. საბერძნეთში, ატიკაში საფუძველი ეყრებოდა მსოფლიოში უნიკალური დემოკრატიის მშენებლობას. ეს იყო ისტორიის ის ერთ-ერთი ბედნიერი ხანა, როდესაც ინდივიდი თავის თავს დიდი და მნიშვნელოვანი ერთობის ნაწილად იცნობიერებდა. მაგრამ, ამასთან, ეს იყო ახალი ბერძნული სახელმწიფოსთვის ურთულესი გამოცდის ჟამი. საბერძნეთს უზარმაზარი და ძლევამოსილი სპარსეთის იმპერია დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეპიტაფიაში, რომელიც ესქილემ საკუთარ თავს დაუწერა, მან ხაზი გაუსვა ომებში გმირულ მონაწილეობას და ერთი სიტყვითაც არ ახსენა, რომ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ხელოვანი იყო.


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ავტორი:
ესქილე
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ლევან ბერძენიშვილი
ყდის ტიპი:
რბილი
გამოცემის წელი:
2022
გვერდების რაოდენობა:
203
ზომა, მმ:
14 X 21
ISBN:
9789941309687

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა