რიჩარდ დოქინსი- ეგოისტი გენი

წინამდებარე წიგნში აღმოაჩენთ უმარტივესი ენით განმარტებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს,როგორიცაა სიცოცხლის წარმოშობა,ბუნებრივი გადარჩევა და ევოლუცია. "ეგოისტი გენი" - ში განხილული თემებიდან მნიშვნელოვანია ეგოიზმისა და ალტრუიზმის ბიოლოგიური საფუძვლები. ავტორის აზრით გენის “ეგოისტურობა” ანუ სურვილი, გადარჩეს არსებობისათვის ბრძოლაში, გამოიწვევს ინდივიდის - ამ გენის შემცველი ცოცხალი ორგანიზმის - ეგოისტურობასაც და ეს გახდება საფუძველი ორგანიზმის და მაშასადამე გენის გადარჩენისა.


„მოდით, შევეცადოთ ვისწავლოთ გულუხვობა და ალტრუიზმი, რამეთუ ეგოისტებად ვართ დაბადებულნი. მოდით, გავარკვიოთ, თუ საით მიისწრაფვიან ჩვენი ეგოისტი გენები, რადგან ამით შეიძლება მათი განზრახვების განხორციელებისთვის ხელის შეშლის შანსი მოგვეცეს, რაც არც ერთ სხვა სახეობას არ გამოსვლია არასდროს“. „ინდივიდუუმები არ არიან სტაბილურები – მათ ხანმოკლე არსებობა უწერიათ. ქრომოსომებიც ისევე მიეცემიან ხოლმე დავიწყებას, როგორც კარტის ხელი დარიგებიდან მალევე, გათამაშების შემდეგ. მაგრამ კარტებს არევისას არაფერი ემართებათ. კარტები გენებია. გენები არ ზიანდება კროსინგოვერისას, ისინი უბრალოდ პარტნიორებს იცვლიან და არსებობას აგრძელებენ. რა თქმა უნდა, ისინი არსებობას აგრძელებენ. ეს მათი სამუშაოა. ისინი რეპლიკატორები არიან და ჩვენ – მათი გადარჩენის მანქანები. როდესაც ჩვენ მისიას ვასრულებთ, თავიდან გვიშორებენ. ხოლო გენები გეოლოგიური დროის მკვიდრნი არიან: ისინი მარადიულად არსებობენ“.

 

რიჩარდ დოქინსი დაბ. 26 მარტი 1941

რიჩარდ დოქინსი წარმოშობით ბრიტანელი ბიოლოგი და ეთოლოგი დაიბადა 1941 წლის 26 მარტს ნაირობიში, კენიის დედაქალაქში, ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში. კენიიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ავტორი ჩაირიცხა ზოოლოგიის ფაკულტეტზე ოქსფორდის უნივერსიტეტის შემადგენელ ბალიოლის კოლეჯში. 1962 წელს ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ, მან გააგრძელა თავისი მოღვაწეობა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც ავტორი მოგვიანებით იღებს მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებსაც. დღეს ის ცნობილია თავისი კრიტიკული მიდგომებით კრეაციონიზმისადმი. 1976 წელს რიჩარდ დოქინსმა გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი „ეგოისტი გენი“, რითაც მოიპოვა დიდი პოპულარობა. ცნობილია ასევე მისი სხვა ნაშრომებიც, კერძოდ, „ღმერთი, როგორც ილუზია“, „გაფართოებული ფენოტიპი“ და სხ. დღესდღეობით, რიჩარდ დოქინსი 81 წლის ასაკშიც კი აგრძელებს სამეცნიერო მოღვაწეობას და აქტიურად ანებივრებს თავის მკითხველებს ახალი წიგნებით.

ჟანრი:
სამეცნიერო-პოპულარული
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
რიჩარდ დოქინსი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
სოფო რეხვიაშვილი, ბაჩანა ფიჩხაია
გვერდების რაოდენობა:
667
ზომა:
15.3x21.5
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2022
წონა, გრ:
0.959
ISBN:
9789941503573
000011283
58,00 
მარაგშია
ქულები: 58 ქულა
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება

ასევე დაგაინტერესებთ