აკადემია

ნოამ ჩომსკი თანხმობის წარმოება
ამერიკელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პოლიტიკური აქტივისტი და.სოციალური კრიტიკოსი, ნოამ ჩომსკი 1928 წელს დაიბადა პენსილვანიის.შტატში, ქალაქ ფილადელფიაში. მსოფლიოს საუკეთესო.ინტელექტუალთა წრეში აღიარებულ მოაზროვნეს პოლიტიკური.აზროვნების ერთგვარ კანონმდებლად და თანამედროვე.ლინგვისტიკის მამადაც კი მიიჩნევენ. იგი ამჟამად მასაჩუსეტსის.ტექნოლოგიური ინსტიტუტის საპატიო პროფესორი და არაერთი.მნიშვნელოვანი შრომის ავტორია.

საშუალო კლასის ებრაულ ოჯახში აღზრდილი.მომავალი მეცნიერი ბავშვობიდანვე აქტიურად ავლენდა ინტელექტიუალურ.შესაძლებლობებს. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში სკოლის.გაზეთისთვის დაწერა სტატია, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამდა ესპანეთის.სამოქალაქო ომში რეპუბლიკელების მარცხისა და.ევროპის ქვეყნებში აღმოცენებული ფაშიზმის გამო. 13 წლისა იგი მარტოდმარტო მოგზაურობდა.ნიუ იორკში, სადაც იოლად პოულობდა სასურველ ლიტერატურას და.უახლოვდებოდა ებრაულ ინტელექტუალურ წრეებს. ჩომსკის შრომებმა, რომლებიც.1950-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა, რევოლუციური გარდატეხა.შეიტანა ლინგვისტიკასა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, მასვე მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი.მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებაში, თუმცა მეცნიერს.საყოველთაო პოპოულარობა და არაერთი სკანდალი მოუტანა.მისმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა, კერძოდ ეკონომიკური.ელიტების, კაპიტალიზმის, მასმედიისა და ამერიკულ საგარეო.პოლიტიკის მწვავე კრიტიკამ. დღეისათვის ნოამ ჩომსკი არაერთი მნიშვნელოვანი წიგნის.ავტორია მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მისი ტექსტები ღრმა ცოდნასთან ერთად, დახვეწილი.იუმორით გამოირჩევა.

წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

აისბიენი/აიდი: 9789941306747

ავტორი: ავტორი: ჩომსკი ნოამ; ჰერმანი ედვარდ ს.

გვერდები: 733

თარგმანი: თინათინ ხომერიკი; ელისო ფანცხავა

რედაქტორი: მარინა ყიფშიძე




იუვალ ნოაჰ ჰარარი საპიენსი
100 000 წლის წინ დედამიწაზე ადამიანთა, სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა.

როგორ  მოვაღწიეთ დღემდე?  როგორ მოახერხეს  ჩვენმა მონადირე-შემგროვებელმა წინაპრებმა ქალაქებისა და სამეფოების  შექმნა? რატომ გვჯერა ღმერთების, ერების და ადამიანის  უფლებების?  როგორ აღმოვჩნდით ბიუროკრატიის, განრიგებისა და  კონსუმერიზმის ტყვეობაში? რა სახეს მიიღებს სამყარო ახალ ათასწლეულში?

იუვალ ნოახ ჰარარის ამ თამამ, ამბიციურ და პროვოკაციულ წიგნში დასმული კითხვები ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ კაცობრიობის წარმოშობის, აზროვნების, ქცევის, შესაძლებლობებისა და მომავლის შესახებ ვიცოდით. ავტორი ბიოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, პალეონტოლოგიურ თუ ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აღწერს, როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ადამიანთა საზოგადოებები, მათ ირგვლივ არსებული ფლორა და ფაუნა, თვით ადამიანთა ქცევები და ხასიათის თავისებურებები. ჰარარი

ამ თამამ, ამბიციურ და პროვოკაციულ წიგნში დასმული კითხვები ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ ჩვენი წარმოშობის, აზროვნების, ქცევის, შესაძლებლობებისა და მომავლის შესახებ ვიცოდით.

აისბიენი/აიდი: 9789941306754

ავტორი: ჰარარი იუვალ ნოახ

გვერდები: 552

თარგმანი: ნიკა სამუშია

რედაქტორი: ნინო გოგალაძე



გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2020
ენა:
ქართული
სერია:
აკადემია
ფორმატი:
14.5x21.5
გვერდების რაოდენობა:
552-733
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000007109
39,80 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები