ვაჟა-ფშაველა - გველისმჭამელი (გრაფიკული ვერსია)

ვაჟა-ფშაველა - სტუმარ-მასპინძელი (გრაფიკული ვერსია)

ვაჟა-ფშაველას ცნობილი პოემა „გველისმჭამელი“ ადამიანის ბუნებასთან იდუმალ კავშირს ეძღვნება. მეტაფორულად თუ ვიტყვით, მინდიას სახით ვაჟა-ფშაველამ საკუთარი პორტრეტიც დახატა, ბუნების ჭეშმარიტი შვილისა, ვისთვისაც ამ ბუნების საიდუმლო ყველაზე მეტად ცხადია. თუმცა, ნებისმიერი საიდუმლო შესაძლოა ადამიანის ცხოვრების მთავარ სირთულედაც იქცეს. ასე დაემართა მინდიას, რომელმაც ქაჯეთში ტყვეობისას ადამიანთათვის მიუწვდომელი ცოდნა შეიძინა და თავის სოფელში ამ ცოდნით დაბრუნდა...
 
მინდიას ესმის, რას საუბრობენ ხეები, ბალახები, ფრინველები და ცხოველები; თუმცა, ეს ცოდნა მისგან მსხვერპლს მოითხოვს. შეძლებს მინდია ბუნებასთან ამ საიდუმლო კავშირის შენარჩუნებას? ეყოფა ძალა, ოჯახზეც იზრუნოს და ბუნებაზეც?..
 
ტექსტი მოამზადა ნინო სადღობელაშვილმა
ილუსტრატორი: სოფო კირთაძე


გამომცემლობა:
არტანუჯი
მკითხველის ასაკი:
8 +
ჟანრი:
კომიქსი
ავტორი:
ვაჟა-ფშაველა
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ილუსტრირებული:
კი
გამოცემის წელი:
2023
სერია:
არტანუჯი ბავშვებისთვის
გვერდების რაოდენობა:
38
ზომა, მმ:
17.5X25
ISBN:
9789941504402
000010972
14,95 
მარაგშია
ქულები: 15 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება