ასტრიდ ლინდგრენი - მეც მინდა დაიკო ან ძამიკო და სკოლაში

დანაზოგი 39%

საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.

???? სერიას "საბავშვო ბიბლიოთეკა" მალე ასტრიდ ლინდგრენის ორი წიგნი - "მეც მინდა დაიკო ან ძამიკო" და "მეც მინდა სკოლაში" შეემატება!

???? პეტერი დაიკოს ან ძამიკოს ინატრებს და სულ მალე პატარა ლენას მოუყვანს დედა. ერთი ციცქნა არსება სულ ჩხავის, დედას და მამას კი მაინც ძალიან უყვართ. პეტერს გული სწყდება, ნეტავ, და-ძმის ნაცვლად სამთვლიანი ველოსიპედი მესურვაო. თუმცა, იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე...

???? “მეც მინდა სკოლაში“, – გაიძახის ხუთი წლის ლენა და ხშირად წარმოიდგენს ხოლმე, ვითომ მართლაც ჰყავს მასწავლებელი. თუმცა, სკოლობანას თამაში გაცილებით უკეთ გამოუვიდოდა, რომ იცოდეს, სინამდვილეში როგორია სკოლა. ერთ მშვენიერ დილას ლენას უფროსი ძმა პეტერი ეუბნება: – ჩქარა ჩაიცვი, თუ გინდა, წამომყვე და ნახო, როგორია ჩემი სკოლა...

34,00 ₾
20,70 
დანაზოგი: 13,30 ₾
მარაგშია
ქულები: 21 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება