ოფისის დიასახლისი

კომპანია “ტელექსი” აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის (დამლაგებელის) პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საოფისე ფართის დალაგება-დასუფთავებაში (განვიხილავთ მათ შორის სამედიცინო დაწესებულების ან სასტუმრო-სარესტორნო სფეროში დასუფთავების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
  • აუცილებელია საშუალო განათლების ფლობა.

ძირითადი მოთხოვნები:    

  • საოფისე და  რბილი ავეჯის წმენდა, დასუფთავება;
  • კომპიუტერებისა და ორგტექნიკის წმენდა;
  • სამზარეულოს დალაგება, დასუფთავება;
  • სველი წერტილების დასუფთავება;
  • ფანჯრებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა;
  • დერეფნის, კიბის უჯრედების და სხვა ზოგადი ტერიტორიის დასუფთავება;
  • მუდმივი კონტროლი ურნების სისუფთავეზე და ნარჩენებისგან გათავისუფლება;
  • მტვერსასრუტის საწმენდი სითხეებისა და გასაწმენდი საშუალებების გამოყენება, მოვლა  და ეკონომიური ხარჯვა;
  • ოფისში განთავსებული მცენარეების მოვლა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ენერგიული, სწრაფი;
  • აკურატული;
  • ორგანიზებული;
  • სამუშაოზე ორიენტირებული;
  • თავაზიანი, მზრუნველი;
  • ენთუზიაზმის მქონე, დაუზარელი (ხალისიანი);
  • კეთილსინდისიერი.

სამუშაო პირობები:

  • შრომის ანაზღაურება შეთანხმებით;
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. #86

როგორ ხორციელდება  შერჩევა?

  • CV/რეზიუმეების  გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

როგორ გამოვაგზავნო რეიზუმე?

  • შეავსეთ ელ-აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: HR@telex.ge 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;
  • გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის დიასახლისი

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით  577 399 000

დაგვიმეგობდრით Facebook.com/TELex.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *