ქართული საგანძური - ჩოხელი, ჯავახიშვილი, კლდიაშვილი

დანაზოგი 15%

მიხეილ ჯავახიშვილი - ჯაყოს ხიზნები
   მიხეილ ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „ჯაყოს ხიზნები 1924 წელს ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისში დავწერე“. 1928 წელს ის დავით კასრაძესთან საუბარში აღნიშნავდა:„კვაჭი კვაჭანტირაძეს მივაყოლე ჯაყოს ხიზნები, ეს ქურთა–თამარაშენში ყოფნის სახსოვარია. მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა. ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო. ჯერ ერთი, რუსების თქმისა არ იყოს: კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, და მეორეც, საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს.“

გვერდების რაოდენობა - 208

დავით კლდიაშვილი - სამანიშვილის დედინაცვალი , ქამუშაძის გაჭირვება.
   მოთხრობა ასახავს XIX საუკუნის საქართველოს. „ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც“. აქ სიტყვა „რასაკვირველია“ აღნიშნავს, თუ რა სავალალო მდგომარეობა იყო იმდროინდელ საქართველოში და, კერძოდ იმერეთში, ეკონომიკის მხრივ. ერთ მხარეს ბეკინა სამანიშვილია, რომელიც გადაწყვეტს სიბერეში ცოლი მოიყვანოს, მეორე მხარეს კი პლატონ სამანიშვილი, მისი შვილი და რძალი მელანო. პლატონი ამბობს, რომ თუ მამამისს შვილი შეეძინება მისი ისედაც რუდუნებით შეკოწიწებული ქონება გაიყოფა და ის ცარიელ ტარიელი დარჩება. ბევრი თხოვნის შემდეგ პლატონი მაინც ვერ შეძლებს მის დარწმუნებას. საბოლოოდ ის გადაწყვეტს მამამისს შეურჩიოს ისეთი ქალი, რომელიც ორჯერ იქნება გათხოვილი და შვილი არ ეყოლება, რადგან ეს მანიშნებელია იმის, რომ თუ ამდენ ხანს სხვებთან არ გაუჩნდა შვილი, აღარც მამამისთან არ ეყოლება. ამ მიზნის ასრულებისთვის ის მის დას დარიკოს მიაკითხავს და მოუყვება მის ისტორიას. დარიკოს ქმარი კირილე, რომელიც სულ კარგ ხასიათზეა ამ ფაქტშიც თავისთვის სასიკეთოს ნახავს, რადგანაც იგი ქორწილში კარგად მოილხენს. საბოლოოდ კირილე და პლატონი შეარჩევენ პლატონისთვის სასურველ კანდიდატს. ბეკინასაც მოეწონება და იქორწინებენ. თუმცა შვილი მაინც გაუჩნდებათ. ჭკუიდან შეშლილი პლატონი ბეკინას ცოლს ფეხმძიმე მუცელში ფეხის ჩარტყმას სცდის, მაგრამ ააცილებს და ელენეს მუცელი მაინც არ მოეშლება.

გვერდების რაოდენობა - 208


გოდერძი ჩოხელი - ხატად ქცეული კაცი
შესულია: ლუკას სახარება, ბებო, გუგული, გუდამაყრელი დედაკაცი,თევზის წერილები, დევების ნასოფლარი, მგელი, ცასწავალა, უმისამართო წერილები, სოფლის თავკაცი, ვიცოდი, აცილებლად იქნებოდა აღდომა,  ხუჭუჭულა, ვარდისფერი კაცი, ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ, წერილი ნაძვებს, სიყვარული, ადამიანთა სევდა

გვერდების რაოდენობა - 208



გამომცემლობა:
ქართული
მკითხველის ასაკი:
9 +
ჟანრი:
რომანი
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
ზომა:
14 X 21
11031; 11032; 11033
39,00 ₾
33,00 
დანაზოგი: 6,00 ₾
მარაგშია
ქულები: 33 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ