სელინჯერი - დიდებული სამეული
ნაკრებში შესულია: "ფენი და ზუი", "9 მოთრობა" და "ჭერი ასწიეთ დურგლებო"
სელინჯერი ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოებების ოსტატია. მისი გმირები უმთავრესად ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც მწვავედ განიცდიან კონფლიქტებს: აქედან მომდინარეობს მისი ტრაგიზმი, გაუცხოება, მარტოობა, დაბნეულობა, დეპრესია, პროტესტი საზოგადოებაში გაბატონებული სიყალბისა და მანკიერებისადმი. მის ბოლო ნაწარმოებებში იგრძნობა გატაცება რელიგ. დოქტრინებით, აღმოსავლეთის იდეალისტური ფოლოსოფიით, სელინჯერი კიერკეგორის ნააზრევით.
ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი” გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა).
” ჭერი ასწიეთ, დურგლებო” და ”სიმორი, შესავალი” მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან:”ცხრა მოთხრობასა” და ”ფრენი და ზუისთან”. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.
პირველად "9 მოთხრობა" 1973 წელს გამოვიდა. წიგნში შესულია: "ბანანა-თევზის ამინდი"; "კონექტიკუტელი კუტი ძია"; "ესკიმოსებთან შებრძოლებამდე"; "კაცი, რომელიც იცინოდა"; "კანჯოში"; "ძღვნად ესმეს"; "ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები"; "დე დომიე-სმითის ცისფერი პერიოდი პერიოდი"; "ტედი";