იკითხე კლასიკა - ერიხ მარია რემარკი

დანაზოგი 30%

"ბედნიერება იწყება შენით და შენითვე მთავრდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა."
 რემარკის წიგნებმა, რომლებიც ომისა და ძალადობს წინააღმდეგაა მიმართული, შეძრა მსოფლიო. ეს არის სამი თავგადასავალი და უამრავი დაუვიწყარი ემოცია.
ნაკრებში თავმოყრილია მწერლის საუკეთესო მოთხრობები საყოველთაოდ ცნობილ რომანებთან ერთად:"ტრიუმფალური თაღი", "აჩრდილები სამოთხეში" და "ლისაბონის ღამე"



"ტრიუმფალური თაღი" — ერიხ მარია რემარკის რომანია, რომელიც გამოიცა 1945 წელს. მწერალი მასში აღწერს გერმანელი ლტოლვილის ცხოვრებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არალეგალურად გადმოვიდა გერმანიიდან პარიზში. რომანის   "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" შემდეგ,  „ტრიუმფალური თაღი“ გახდა მწერლის რიგით მეორე ბესტსელერი მსოფლიოს მასშტაბით. ტრიუმფალური თაღი არის ტრიადის დასასრული, რომელიც დაიწყო რემარკმა  წიგნით " სამი მეგობარი" . მთავარ გმირ რავიკს აწუხებს ეგზისტენციალური პრობლემები, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს.


"ლისაბონის ღამე" - 1942 წელს პორტუგალიის დედაქალაქში ლისაბონში ახალგაზრდა კაცი ცდილობს იშოვოს ბილეთი, თავისთვის და თავისი ცოლისთვის -რუთისთვის, გემზე, რომელიც მეორე დღეს მიემგზავრება ამერიკაში. ისინი გერმანელი ემიგრანტები არიან, რომლებიც ნაცისტებისგან გარბიან. როდესაც მთავარი გმირი ფიქრებში გართული იყო მას მიუახლოვდა უცხო კაცი. გამოლაპარაკების შემდეგ ამ უკანასკნელმა შესთავაზა მას ბილეთები იმ გემზე, მაგრამ ერთი პირობით: მთელი ღამის მანძილზე რომანის მთავარ გმირს უნდა მოესმინა მისი ცხოვრების ისტორია. თავიდან მთხრობელი უარზე იქნება, თუმცა შემდეგ ცდუნებას ვერ გაუძლებს და დათანხმდება.



აჩრდილები სამოთხეში - "მკითხველის წინაშეა რამდენიმე თაობის საყვარელი მწერლის, ე.წ. „დაკარგული თაობის“ წარმომადგენლის – ერიხ მარია რემარკის შესანიშნავი რომანი. ჟურნალისტი და მწერალი, მშვენიერი მსახიობი, გენიალური ქირურგი, წარმატებული ბიზნესმენი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა – ყველანი „ამერიკულ სამოთხეში“ მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ამ, ერთი შეხედვით, კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი: თითოეულმა დაკარგა ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო... და, მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით – ოდესმე შინ დაბრუნდებიან. რომანი „აჩრდილები სამოთხეში“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე."



გამომცემლობა:
პალიტრა L
მკითხველის ასაკი:
12+
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
ერიხ მარია რემარკი
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2019
გვერდების რაოდენობა:
250-350
ზომა, მმ:
14 X 21
000008885; 000006068; 000010353;
48,00 ₾
33,45 
დანაზოგი: 14,55 ₾
მარაგშია
ქულები: 34 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ