აგათა კრისტი - ბრწყინვალე სამეული

დანაზოგი 20%

”სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა. ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ პუაროზე (რომანი ”ფარდა“, რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი ”გააცოცხლა“). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ."


"ჰიკორი დიკორი დოკ" - "ჰიკორიროუდის ერთ ძველმოდურ შენობაში, სადაც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელია, უცნაური ამბები ხდება _ სტუდენტების ნივთებს ვიღაც იპარავს. დაიკარგა საპუდრე, პომადა, სტეტოსკოპი, შოკოლადის კანფეტის კოლოფი, ბორის მჟავა, საყურე, ცალი ფეხსაცმელი _ სულ წვრილმანი ნივთები, მაგრამ რაც მთავარია, ქურდი ახირებული ვინმე ჩანს _ მოპარულ ნივთებს ჭრის და ანაკუწებს, მაგალითად, აბრეშუმის შარფს, ზურგჩანთას... მხოლოდ ერთი ძვირფასი ბეჭედი მოიპარა და ისიც დააბრუნა. ნუთუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქურდბაცაცობაა? თუ საერთო საცხოვრებელში გაცილებით საშიში რამ ხდება? ამის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სახელგანთქმული დეტექტივის, ერკიულ პუაროს უტყუარი მაძებრული ალღოა საჭირო. რა ხდება ჰიკორიროუდზე, ვინ დაჯდება განსასჯელის სკამზე, ამას დეტექტივების დედოფლის, აგათა კრისტის ამ საინტერესო დეტექტივში შეიტყობთ. "


ბოროტება მზისქვეშეთში - "ულამაზეს არლენა მარშალს, ოდესღაც პოპულარულ მსახიობს, პლაჟზე გაგუდულს პოულობენ. მამაკაცების გულთამპყრობელი არლენა დამსვენებლებს თვალში არ მოსდიოდათ არცთუ უმწიკვლო წარსულისა და იმის გამო, რომ ყველას თვალწინ ურცხვად ეარშიყებოდა ცოლიან სიმპათიურ ახალგაზრდას. დამსვენებელთა უმეტესობას _ ოჯახის წევრებს, ქმარს თუ გერს, მის ნაცნობებს _ მიზეზთა გამო, არლენას მოკვლის მოტივი და, იმავდროულად, რკინისებრი ალიბი აქვს. საბედნიეროდ, კუნძულზე სწორედ ამ დროს ისვენებს სახელგანთქმული მაძებარი ერკიულ პუარო, რომელიც უტყუარი კრიმინალისტიკური ალღოს წყალობით იპოვის და ამხელს დამნაშავეებს."

გამომცემლობა:
პალიტრა L
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
დეტექტივი
ავტორი:
აგათა კრისტი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
ყდის ტიპი:
მაგარი+სუპერი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2021
გვერდების რაოდენობა:
200
ზომა, მმ:
14 X 21
48,00 ₾
38,25 
დანაზოგი: 9,75 ₾
მარაგშია
ქულები: 39 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ