ა.ფ სტედმანი - სკანდარი და ცალრქის ქურდი

დაივიწყე, რაც აქამდე უწყინარ ცალრქებზე გაგეგო. ჯადოსნურ კუნძულზე სახიფათო, სტიქიური ძალებით დამუხტული ცალრქები ბინადრობენ, რომელთა სამართავად გამოცდილი მხედრებია საჭირო. მაგრამ ეს ყველას როდი შეუძლია – ცალრქისა და მისი მხედრის ბედი დაბადებისთანავე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ასეთ იღბლიანებს ინკუბატორიუმში მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კვერცხი ელით.

კონტინენტზე მცხოვრები სკანდარ სმიტიც საკუთარ ცალრქაზე ოცნებობს, მაგრამ სანამ სანატრელი ინკუბატორიუმის კარი მისთვის გაიღება, როგორმე კუნძულამდე უნდა მიაღწიოს, ამაში კი ვიღაც დაჟინებით უშლის ხელს.

ამასობაში კუნძულს იდუმალი ბოროტმოქმედი, მეტსახელად „მქსოველი“ ემუქრება, რომელიც მხედრებს თავს ესხმის და მათ ცალრქებს იტაცებს.






"ცალრქების ადგილი ზღაპრებში არაა, მათი ადგილი კოშმარებშია", — ასე იწყება ახალბედა ინგლისელი მწერლის, ანაბელ სტედმანის, სადებიუტო საბავშვო წიგნი სკანდარი და ცალრქის ქურდი რომელიც ჯერ არ გამოცემულა, თუმცა, უკვე მიიქცია მსოფლიოს ყურადღება.

28 წლის ავტორსა და ერთ-ერთი უდიდეს გამომცემლობა Simon & Schuster-ს შორის გაფორმებული კონტრაქტი უკვე შეფასდა საგამომცემლო სფეროში უპრეცედენტო შემთხვევად. წიგნის გამოცემის უფლების მოპოვებისთვის გამომცემლობებს შორის გამართული დაძაბული ბრძოლის შემდეგ, სტედმანმა წინასწარ მიიღო შვიდნიშნა რიცხვით გამოსახული ჰონორარი, რაც დებიუტანტი საბავშვო ავტორისთვის გადახდილ რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნევა.



ნაწარმოებში მოქმედება დისტოპიურ სამყაროში ხდება, სადაც ცალრქები (ინგლისურად Unicorn) სისხლისმსმელ, მკვლელ არსებებად არიან ქცეულნი. 13 წლის სკანდარ სმითს უნდა, რომ მათი მომთვინიერებელი გახდეს. თუმცა, სკანდარის ოცნებას ცოტა ხნით გადადება უწევს, რადგან მოულოდნელად შავ-ბნელით მოცული მტერი ჩნდება და კუნძულზე ყველაზე ძლევამოსილ ცალრქას იტაცებს. საფრთხის ზრდასთან ერთად, ბიჭი ისეთ საიდუმლოს იგებს, რომელსაც თავისი სამყაროს სამუდამოდ განადგურება შეუძლია.

სანამ წიგნს დაწერდა, სტედმანი იურისტი იყო. სკანდარი და ცალრქის ქურდის იდეა კი ჯერ კიდევ 2013 წელს დაებადა, თუმცა, წერა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კემბრიჯის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.


"თავიდან, უბრალოდ, ცალრქების რამდენიმე სახელი ჩამოვწერე და თავი მივანებე", — იხსენებს ავტორი, — "იმ დროისთვის იურისტობისთვის ვემზადებოდი, ოქსფორდში ვცხოვრობდი და ლონდონისკენ ყოველდღიური მგზავრობისას ერთი საათი მქონდა ხოლმე ამაზე საფიქრალად".

წიგნის შექმნის ინსპირაცია იმ კითხვაზე დაფიქრებით გაჩნდა, თუ რატომ იქცნენ ცალრქები ბოლო წლებში "საყვარელ" არსებებად. მაშინ სტედმანმა გადაწყვიტა, ეს მითიური არსებები განსხვავებულად წარმოეჩინა და გამალებით წერას შეუდგა. ნაწარმოების პირველი მონახაზი 2018 წელს, სულ რაღაც სამ თვეში შეიქმნა.


სხვათა შორის, სტედმანის სამწერლობო ასპარეზზე შემოსვლას როულინგის ამბის მსგავსი ისტორია უძღოდა. საბავშვო რომანის შექმნამდე ავტორმა ზრდასრულებისთვის დაწერა წიგნი სამართლებრივ დავაზე, თუმცა, გამომცემლებმა ის დაიწუნეს. ამ დროს ავტორმა მწერლობაზე ხელის ჩაქნევაც იფიქრა, მაგრამ დღეს ამბობს, რომ შეუპოვრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "არასდროს იცი, რა მოხდება".

სტედმანის გამომცემელი, ალი დუგალი, ირწმუნება, რომ "ავტორმა ისეთი განმაცვიფრებელი სამყარო შექმნა, რომლის მსგავსიც ბოლო წლებში არაფერი გვინახავს".

თუმცა, განცვიფრება არც მწერალს აკლია.

"ჩემთვის ეს ახდენილი ოცნებაა", — აცხადებს სტედმანი, — "ჩემი პირველი წიგნი 12 წლისამ დავწერე შობაზე ნაჩუქარ ორ ბლოკნოტში. ამბიციებთან ერთად, 12 წლისას ბევრი სადარდებელიც მქონდა, ასე რომ, ვისურვებდი, დროში უკან დაბრუნება და იმის თქმა შემეძლოს, რომ ოდესღაც მის წიგნს გამოსცემენ".

საკუთარ მოლოდინებზე საუბრისას კი, სტედმანს მოკრძალებული ამბიციები აქვს.





ISBN:
9789941308451
ავტორი:
ა.ფ. სტედმენი
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
ფორმატი:
15.30 X 23.40
გვერდების რაოდენობა:
400
ყდის ტიპი:
რბილი



გაიზარდა კენტის ქალაქგარეთ, ის იკარგებოდა ფანტასტიკურ სამყაროებში, დიდ დროს ატარებდა იქ  და წერდა საინტერესო და დაუჯერებელ ისტორიებს რვეულებში.

2019 წელს მას მიენიჭა ჯილდო კემბრიჯის უნივერსიტეტის შემოქმედებითი წერის მაგისტრატურაში.

"სკანდარი და ცალქრის ქურდი" მისი სადებიუტო რომანია



კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000009996
19,90 
მარაგშია
ქულები: 20 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ