დიდი მწერლები

დანაზოგი 25%

ხუან რულფო პედრო პარამო

ხუან რულფოს „პედრო პარამო“ მექსიკური ლიტერატურის მონუმენტური ნაშრომია, რომელმაც მაგიური რეალიზმის ჟანრის ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. პირველ და მესამე პირში მოთხრობილი ამბავი, კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსთა აღმატებული შეფასებებიც დაიმსახურა.

ჟორჟ ბერნანოს - სატნის მზის ქვეშ

ჟორჟ ბერნანოსი კლასიკოსი ფრანგი მწერალია, უდიდესი რომანების, „სატანის მზის ქვეშ“ და „სოფლის მღვდლის დღიურის“ ავტორი. „სატანის მზის ქვეშ“ გამოცემა Le Monde-მა მეოცე საუკუნეში დაწერილი ასი უდიდესი რომანის სიაში 45-ე ადგილზე დაასახელა. 1987 წელს მორის პიალამ  ამავე სახელწოდების გახმაურებული ფილმი გადაიღო, მთავარ როლებში - ჟერარ დეპარდიე და სანდრინ ბონერი. ფილმმა უდიდესი აღიარება მოიპოვა და ოქროს პალმის რტო მიიღო.

„სატანის მზის ქვეშ“ მეტად რთული რომანია როგორც შინაარსის, ისე - ენის თვალსაზრისით და განსაკუთრებული დახვეწილობით, წერის ორიგინალური, მაღალმხატვრული მანერითა და ურთულეს სულიერ საკითხებში ღრმა წვდომით გამოირჩევა. რომანი პროვინციელი, ალალ-მართალი, ნაკლებად განათლებული, მაგრამ უფლის სიყვარულით გულანთებული, ფანატიზმამდე მისული მღვდლის, დონისანის სულიერ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მომავალი ლიუმბრელი წმინდანი დონისანი, რომელიც ახალგაზრდობაში სატანას შეხვდა, კარგად იცნობს ცოდვის ანატომიას და ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელი მხარეების ავანჩავანი სხვებზე უკეთ ესმის. მისი ყოველდღიურობა დაცემულ ანგელოზთან დაპირისპირება და ცოდვასთან ბრძოლაა. მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი კი, რომელშიც იგი ცოდვილ გოგონას, მუშეტს გადაეყრება, ბრძოლის ბედის სასწორს ერთ მხარეს გადახრის. ბერნანოსი რელიგიური დოგმების, სულიერი ცხოვრების მრავალი ასპექტისა და ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნით აღწერს ბნელისა და ნათლის დაპირისპირების შემაძრწუნებელ და უმშვენიერეს ამბავს. უბიკი

„უბიკი“
ამერიკელი მწერლის, ფილიპ კ. დიკის 1969 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია, რომელსაც ხშირად მის საუკეთესო ნაწარმოებადაც მიიჩნევენ. წიგნი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის სამყაროს აღწერს, სადაც ყოველი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოსაყენებლად შესაბამისი ოდენობის ფულის გადახდაა საჭირო, ადამიანები კი სიკვდილის შემდეგ მორატორიუმში, მაცივარ-სარკოფაგებში თავსდებიან და მათთამ კავშირის დამყარებაა შესაძლებელი. 

„უბიკი“ ცივი და საშიში სამყაროა, მისი თითოეული პერსონაჟი მკითხველში თრთოლვასა და დაბნეულობას იწვევს. ყველაფრის ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც ამბავი დასასრულს უახლოვდება, რჩება ერთადერთი შეკითხვა - რას არის "უბიკი“?

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
8275
51,80 ₾
38,95 
დანაზოგი: 12,85 ₾
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები