ტოლსტოი-შესტოვი-ფრომი

დანაზოგი 24%

აღსარება
ავტორი: ლევ ტოლსტოი


„ჩვენ არ ვიცით, რა დაემართა ტოლსტოის სიკვდილის ჟამს. მის წინაშე, შესაძლოა, ბევრ ისეთ რამეს აეხადა ფარდა, რაც მანამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაფარული იყო. აი, რატომ არ უნდა განვსაჯოთ ის და რატომ უნდა შევუერთდეთ მას ჭეშმარიტებასთან ზიარების წყურვილში. ყველაზე ნაკლებად კი მისი განსჯა შეუძლიათ გარეგნულად ქრისტიანებს, ფარისეველ ქრისტიანებს, რომელთაც ტოლსტოი ამხელს“. (ნიკოლაი ბერდიაევი)
 
რუსულიდან თარგმნა გია ბერაძემ



დოსტოევსკი და ნიცშე

ავტორი: ლევ შესტოვი


„დოსტოევსკი და ნიცშე“ ლევ შესტოვის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია. ფილოსოფოსის ნაშრომებს შორის ის მკითხველების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. წიგნი მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ბევრჯერაა გამოცემული.

ლევ შესტოვი (ლევ ისააკის ძე შვარცმანი) 1866 წელს კიევში დაიბადა. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. 1920 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, სადაც გარდაიცვალა 1938 წელს.

ლევ შესტოვი ავტორია მრავალი ფილოსოფიური თხზულებისა, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილია: „ტოლსტოი და ნიცშე“, „დოსტოევსკი და ნიცშე“, „უსაფუძვლობის აპოთეოზი“, „იობის სასწორზე“, „ათენი და იერუსალიმი“ და სხვა.

მის შემოქმედებას ადრეულ ეგზისტენციალიზმს მიაკუთვნებენ. უკვე XIX-XX საუკუნეების გასაყარზე, თითქოს მოახლოებული მსოფლიო კატასტროფა იგრძნოო, შესტოვი საუბრობს ადამიანის არსებობის ტრაგიკულ აბსურდულობაზე და წინ წამოსწევს „გმირს“, რომელიც მთელ სამყაროს უპირისპირდება და თავის სუვერენულ უფლებებს იცავს.

შესტოვი, ტრადიციული ფილოსოფიის გადაფასებით, მოითხოვს ყურადღება სამყაროდან სუბიექტზე იქნას გადატანილი. ის მუდმივად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და მისი აზრები ერთგვარად პარადოქსული ჩანს, მაგრამ მას სჯერა, რომ თვით ცხოვრებაა პარადოქსული და მისი ჩაწვდომა ლოგიკური და რაციონალური გზით შეუძლებელია.


რუსულიდან თარგმნა გია ბერაძემ



თავისუფლებისგან გაქცევა

ავტორი: ერიხ ფრომი


ერიხ ფრომი (1900-1980) – ფსიქოანალიტიკოსი, სოციოლოგი, ჰუმანისტი ფილოსოფოსი და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნეა. ფრომი, საუკუნის გარიჟრაჟზე, ფრანკფურტში, გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. 1934 წელს, ნაცისტური რეჟიმის აღზევებით განპირობებული საფრთხეების გამო, ფრომმა გერმანია დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო მოღვაწეობა.
 
„თავისუფლებისგან გაქცევა“ პირველად 1941 წელს, სწორედ ამერიკაში გამოიცა. ეს ფრომის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომლის ძირითადი საკითხიც „თანამედროვე ადამიანისათვის თავისუფლების მნიშვნელობას“ შეეხება. ავტორი თავისუფლების შესახებ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ექსკურსს გვთავაზობს – ისტორიულად საიდან იწყება ადამიანის თავისუფლება და არის კი თანამედროვე ადამიანი უფრო თავისუფალი, ვიდრე გლეხი, რომელიც ფეოდალურ წყობილებაში ცხოვრობდა? ამ და სხვა უაღრესად საინტერესო  კითხვებზე პასუხისას ავტორი გამორჩეული ოსტატობით იყენებს ფსიქოანალიტიკური თეორიის მიგნებებს როგორც ინდივიდის შინაგანი, აგრეთვე ფართო სოციალური პროცესების ასახსნელად, გვაჩვენებს რა ფსიქოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პირობები შეიძლება უსწრებდეს წინ თავისუფალი საზოგადოების ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნას, რა განაპირობებს ამა თუ იმ რელიგიური დოქტრინისა თუ იდეოლოგიის, ან თუნდაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის მიმართ ადამიანების მორჩილებას.
 
ახლა, როდესაც საფრთხეები, რომელიც ინდივიდის თავისუფლებას ემუქრება, კიდევ უფრო მრავალფეროვანია, ხოლო ახალი და მეტად გამოცდილი დემოკრატიული სისტემები თანაბრად დგანან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.
 
ინგლისურიდან თარგმნა მედეა რუსიშვილმა.



გამომცემლობა:
ინტელექტი
ენა:
ქართული
ფორმატი:
14.5X20.5
გვერდების რაოდენობა:
150-300
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008167
52,85 ₾
40,00 
დანაზოგი: 12,85 ₾
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები