ბოლო წერილი შენი შეყვარებულისგან - სატანის მზის ქვეშ

დანაზოგი 35%

სატანის მზის ქვეშ

ავტორი:ჟორჟ ბერნანოსი

ყდა:მაგარი

გვერდები:384


ჟორჟ ბერნანოსი კლასიკოსი ფრანგი მწერალია, უდიდესი რომანების, „სატანის მზის ქვეშ“ და „სოფლის მღვდლის დღიურის“ ავტორი. „სატანის მზის ქვეშ“ გამოცემა Le Monde-მა მეოცე საუკუნეში დაწერილი ასი უდიდესი რომანის სიაში 45-ე ადგილზე დაასახელა. 1987 წელს მორის პიალამ  ამავე სახელწოდების გახმაურებული ფილმი გადაიღო, მთავარ როლებში - ჟერარ დეპარდიე და სანდრინ ბონერი. ფილმმა უდიდესი აღიარება მოიპოვა და ოქროს პალმის რტო მიიღო.

„სატანის მზის ქვეშ“ მეტად რთული რომანია როგორც შინაარსის, ისე - ენის თვალსაზრისით და განსაკუთრებული დახვეწილობით, წერის ორიგინალური, მაღალმხატვრული მანერითა და ურთულეს სულიერ საკითხებში ღრმა წვდომით გამოირჩევა. რომანი პროვინციელი, ალალ-მართალი, ნაკლებად განათლებული, მაგრამ უფლის სიყვარულით გულანთებული, ფანატიზმამდე მისული მღვდლის, დონისანის სულიერ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მომავალი ლიუმბრელი წმინდანი დონისანი, რომელიც ახალგაზრდობაში სატანას შეხვდა, კარგად იცნობს ცოდვის ანატომიას და ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელი მხარეების ავანჩავანი სხვებზე უკეთ ესმის. მისი ყოველდღიურობა დაცემულ ანგელოზთან დაპირისპირება და ცოდვასთან ბრძოლაა. მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი კი, რომელშიც იგი ცოდვილ გოგონას, მუშეტს გადაეყრება, ბრძოლის ბედის სასწორს ერთ მხარეს გადახრის. ბერნანოსი რელიგიური დოგმების, სულიერი ცხოვრების მრავალი ასპექტისა და ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნით აღწერს ბნელისა და ნათლის დაპირისპირების შემაძრწუნებელ და უმშვენიერეს ამბავს.



ბოლო წერილი შენი შეყვარებულისგან

ავტორი:ჯოჯო მოიესი

ყდა:რბილისი

გვერდები:460


„მე, შენამდეს“ ავტორის, ჯოჯო მოიესის ახალი, დაუვიწყარი, სულის შემძვრელი რომანი მკითხველის გულის დასაპყრობად ემზადება!
ორი ეპოქა, ორი წყვილი, ორი ამბავი, ორი სიყვარული... ერთი მხრივ, სამოციანი წლების ლონდონში ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული ქალი და მამაკაცი, რომელთა ერთად ყოფნასაც უამრავი რამ ეღობება წინ, და მეორე მხრივ - თანამედროვე ლონდონი, ზედაპირული, ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი, პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ურთიერთობით, რომელიც რომელიმე მხარეს აუცილებლად აზარალებს და გულს ატკენს. წერილები: ძველი - ვნებიანი, თავბრუდამხვევი, ყოვლისშემძლე სასიყვარულო სიტყვებით სავსე; ახალი - მოკლე, მშრალი, ტექსტური შეტყობინებების ენაზე გამოხატული სათქმელით. სად გადაკვეთს ეს წერილები, ეს ორი ეპოქა, ეს ორი სიყვარული ერთმანეთს? რომელ წერტილში მოიყრიან თავს ერთად ენტონისა და ჯენიფერის, ელისა და ჯონის სიტყვები? „ხელნაწერები არ იწვიან“, სიტყვები კი, თუ ერთხელ წარმოითქვა, აღარასოდეს იკარგება და სამყაროში ყოველთვის თავის კვალს ტოვებს.





კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000007682
46,00 ₾
30,00 
დანაზოგი: 16,00 ₾
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები