სერია "ომებსა და ადამიანებზე" - II

დანაზოგი 38%

ნათელი რომელსაც ვერ ვხედავთ ენტონი დოერი

მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა - მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე.

და რადიო. ტალღებით, ბგერებით გაცოცხლებული ახალი ამბები. ტყუილი. იმედი. შიში. მოლოდინი. ენტონი დოერი ომზე ყვება, ომის ადამიანებზე გვიამბობს. ყველაზე ერთად და ცალ-ცალკე...  თუმცა ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან.

„ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“  ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2014 წლის Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული ნაწარმოებია, რომლისთვისაც ამერიკელმა მწერალმა ენდონი დოერმა 2015 წელს პულიცერის პრემია მიიღო.
გვერდების რ-ბა:524


ბულბული - კრისტინ ჰანა
ომი ყველაფერს ანგრევს – ქალაქებს, სოფლებს, ურთიერთობებს... 1939 წელი. საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა პატარა ქალაქ კარივომდეც მიაღწია. აქ ორი პარიზელი და ცხოვრობს, დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული... მათ იმდენი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი... მაგრამ წინ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა ელით... და კიდევ, ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარული და რწმენა, რომ სამშობლოს სიყვარული დაადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს.“როცა გვიყვარს, ვხვდებით, ვინ გვინდა ვიყოთ, ომში კი იმას ვხვდებით, თუ რას წარმოვადგენთ”.„ბულბული“  ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2015 წლის Goodreads Choice Awards-ისგამარჯვებული ნაწარმოებია, რომელიც იმავე წელს ამაზონის წლის საუკეთესო წიგნიგახდა და 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.




შიშის საათი

როგორია „ომის პროზა“, რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები დამოუკიდებელ საქართველოში ქმნიდნენ და ქმნიან? მარტივად თუ ვიტყვით, ბევრნაირი. ამ წიგნში 14 ავტორის ამდენივე მოთხრობაა შეკრებილი და ეს არის მხოლოდ ნაწილი მრავალგვარი რეაქციისა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილმა მოვლენებმა გამოიწვია უახლეს ქართულ მწერლობაში

შესულია: გურამ ოდიშარია - "ძმისშვილი" ნუგზარ შატაიძე - "მოგზაურობა აფრიკაში", შალვა ბაკურაძე - "მე, ბაბუა, სხვა დანარძენი და ბედარი მეზუზლა", თეონა დოლენჯაშვილი - "დაბრუნება", ბესო სოლომანაშვილი - "ძმები", ბესო ხვედელიძე - "ზღვის სუპი", ლუკა ბაქანიძე - "სად ხარ, ლაზარე", ბექა ქურხული - "მარადონას მარში" გელა ჩქავანა - "შიშის საათი", თამრი ფხაკაძე - "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში", თეა თოფურია - "სახლი", ალეკო ცქიტიშვილი - "თოჯინების სიზმრარი", ერეკლე დეისაძე - "რუსული არდადეგები", ნინო სადღობელაშვილი "სიგნალი არის".

გვერდების რ-ბა:356


გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
სერია:
ომებსა და ადამიანებზე
ფორმატი:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008036
48,00 ₾
30,00 
დანაზოგი: 18,00 ₾
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
გამომცემლობაპალიტრა L სერიაომებსა და ადამიანებზე
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები