სტივენ კინგი - ბნელი კოშკი 7

ბნელი კოშკი (ინგლ. The Dark Tower) — ამერიკელი მწერალ სტივენ კინგის რომანების სერია. მათში გაერთიანებულია ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებები და ვესტერნი. რომანებში აღწერილია „მსროლელი“ და მისი მოგზაურობა კოშკისკენ, რომელიც როგორც ფიზიკური, ასევე მეტაფორული ხასიათის არის. კინგი ამ წიგნებს საკუთარ magnum opus-ს უწოდებს. გარდა ძირითადი რვა რომანისა, რომელთა გვერდების საერთო რაოდენობა 4250-ს შეადგენს, ბნელ კოშკს უკავშირდება სხვა ნაშრომებიც. რომანების გამოცემის შემდეგ გამოვიდა კომიქსების სერიაც.


"„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. მეექვსე ნაწილით ის იდუმალი მწერალი გავიცანით, ბნელ კოშკთან ერთად როლანდის კა-ტეტის ბედისწერა რომაა. თავგადასავალი გრძელდება, უფრო სწორად, სუზანას მშობიარობით იწყება. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან... შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკს? „ბნელი კოშკი“ ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?"


ISBN:
9789941352249
ავტორი:
სტივენ კინგი
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
სერია:
პორტალი
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
712
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000010208
32,95 
მარაგშია
ქულები: 33 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება