დათო ტურაშვილი - ტყეების მეფე (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე)
“შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა” – ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია, თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს მატიანეში შემონახული ფაქტებია.
ხოლო დათო ტურაშვილის ახალ რომანში – “ტყეების მეფე~” (რომელიც თავდაპირველად კინოსცენარი იყო და რომლის მიხედვითაც დიდ მეფეზე ფილმი უნდა გადაეღოთ) – ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და ისტორიული ცნობები და უდიდესი ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიებს გვაცნობს
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
12+
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
დათო ტურაშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2013
გვერდების რაოდენობა:
240
ზომა:
14 X 21
ISBN:
9789941237027