ნეფერტარი - ბედუინი

ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს. ეს –
ბედუინი ალ ქაბირია…
„ბედუინი“ ქართველი ავტორის, ნეფერტარის, სადებიუტო ნაწარმოებია. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურული თამაში და 2011-2015 წლებში ცალკეულ თავებად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პორტალზე, შემდეგ კი ერთ მთლიან წიგნად იქცა. სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო და დაძაბული ამბავია მოთხრობილი, სხვა თვალით დაგვანახვებს ჩვენთვის სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს და მთლიანად შეგვიცვლის დამკვიდრებულ წარმოდგენას „ერთფეროვანი“, „უსიცოცხლო“ უდაბნოს შესახებ.


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
13 +
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
ნეფერტარი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2019
გვერდების რაოდენობა:
400
ზომა:
14 X 21
ISBN:
9789941239991
000006682
14,90 
არ არის მარაგში
ქულები: 15 ქულა
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება