აკა მორჩილაძე - obOle

რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება…
სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი.
ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში.
მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც.
გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
აკა მორჩილაძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2017
გვერდების რაოდენობა:
250
ზომა:
14 X 21
ISBN:
9789941155345
000001133
13,90 
მარაგშია
ქულები: 14 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება