სისხლისფერი კრაზანების ქსელში

დანაზოგი 50%


სისხლივით წითელი


მთარგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი

სკოლის ფოტოლაბორატორიაში ხუთასევროიანი კუპიურები გასაშრობად ჩამოუკიდიათ. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებს. სისხლიანი ფულის პოვნა თეატრალური გიმნაზიის მოსწავლე გოგოს საერთაშორისო ნარკობიზნესის მბრუნავ მორევში ჩაითრევს.

ლუმიკი კი ჯერ ცივსისხლიან მკვლელებს გაურბის, ბოლოს კი ლეგენდარული “თეთრი დათვის” წვეულებაზე ხვდება.

ლუმიკი ანდერსონი ახალგაზრდა ფინელი მწერლისა და მთარგმნელის, სალა სიმუკას დეტექტიური ტრილოგიის მთავარი გმირია. ტრილოგიის წიგნები – “სისხლივით წითელი”, ” თოვლივით თეთრი” და “აბანოზის ხესავით შავი” – უკვე მსოფლიოს ბევრ ენაზე ითარგმნა.

სალა სიმუკას მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდული რომანებისა და ხელოვნების დარგში პერსპექტიული გარღვევისათვის.


გოგონა ობობას ქსელში


მკითხველი უკვე კარგად იცნობს ჰაკერ ლიზბეთ სალანდერს (“გოგონა დრაკონის ტატუთი”, „გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“, „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“).
ჟურნალისტმა ბლუმკვისტმა უნდა გაარკვიოს, სად არის ლიზბეთი და დაეხმარება თუ არა ისევ, ლიზბეთმა კი უნდა გამოიკვლიოს, რა დარჩა მამამისის შექმნილი კრიმინალური იმპერიისგან.
მთავარი გმირები აღმოჩნდებიან ობობას ქსელში, რომელსაც ჯაშუშები, ათასი ჯურის დამნაშავეები, სხვადასხვა ქვეყნის კორუმპირებული თანამდებობის პირები ქმნიან. თავიანთი საიდუმლოს დასაცავად ისინი არც მკვლელობას ერიდებიან…
2004 წლის 9 ნოემბერს ჟურნალისტი სტიგ ლარსონი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ვერ მოესწრო საკუთარი რომანების არნახულ წარმატებას მსოფლიო მასშტაბით – დაიბეჭდა 75 მლნ ეგზემპლარზე მეტი.
შვედმა ჟურნალისტმა და მწერალმა დევიდ ლაგერკრანცმა ისე გააგრძელა მილიონობით მკითხველისთვის საყვარელი პერსონაჟების თავგადასავალი, რომ ავტორის სტილი დაიცვა და თან არც მის ფანტაზიას უღალატა. რომანი ისეთ გასაიდუმლოებულ პირობებში იწერებოდა, რომ ლიზბეთ სალანდერსაც კი შეშურდებოდა. წიგნი ერთდროულად გამოსცა მსოფლიოს 25-მა გამომცემლობამ და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა.


გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია


გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია – “მილენიუმის ტრილოგია” გრძელდება!  გოგონა რომელმაც

კვანძი იხსნება – ლიზბეთ სალანდერს შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, „სეპოში“, არსებული საიდუმლო ანალიზის „სექცია“ ღიად უპირისპირდება; უსაფრთხოების სამსახური ორ ბანაკად იყოფა: სალანდერის მტრებად და მეგობრებად. პოლიციის მიერ სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სალანდერი კი, რომელიც საკუთარმა მამამ თავში დაჭრა, პოლიციისავე განკარგულებით, სოლგრენსკას საავადმყოფოში სრულ კარანტინშია. ჰაკერ გოგონას „კრაზანების ბუდესთან“ საბრძოლველად ერთადერთი იარაღი აქვს – საკუთარი პალმტოპი. გოგონა რომელმაც

„გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“ მესამე და ბოლო ნაწილია ე. წ. „მილენიუმის ტრილოგიისა“ – შვედური დეტექტივისა, რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა. გამოცემიდან დღემდე ტრილოგიის 70 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნის ავტორი, დევიდ ლაგერკრანცი მკითხველისთვის დიდი ხანია ცნობილია.


გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
484-645
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000009085
39,70 ₾
19,90 
დანაზოგი: 19,80 ₾
არ არის მარაგში
ქულები: 20 ქულა
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ