ჟორჟ ბერნანოსი - სატანის მზის ქვეშ

ორჟ ბერნანოსი კლასიკოსი ფრანგი მწერალია, უდიდესი რომანების, „სატანის მზის ქვეშ“ და „სოფლის მღვდლის დღიურის“ ავტორი. „სატანის მზის ქვეშ“ გამოცემა Le Monde-მა მეოცე საუკუნეში დაწერილი ასი უდიდესი რომანის სიაში 45-ე ადგილზე დაასახელა. 1987 წელს მორის პიალამ  ამავე სახელწოდების გახმაურებული ფილმი გადაიღო, მთავარ როლებში - ჟერარ დეპარდიე და სანდრინ ბონერი. ფილმმა უდიდესი აღიარება მოიპოვა და ოქროს პალმის რტო მიიღო.
„სატანის მზის ქვეშ“ მეტად რთული რომანია როგორც შინაარსის, ისე - ენის თვალსაზრისით და განსაკუთრებული დახვეწილობით, წერის ორიგინალური, მაღალმხატვრული მანერითა და ურთულეს სულიერ საკითხებში ღრმა წვდომით გამოირჩევა. რომანი პროვინციელი, ალალ-მართალი, ნაკლებად განათლებული, მაგრამ უფლის სიყვარულით გულანთებული, ფანატიზმამდე მისული მღვდლის, დონისანის სულიერ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მომავალი ლიუმბრელი წმინდანი დონისანი, რომელიც ახალგაზრდობაში სატანას შეხვდა, კარგად იცნობს ცოდვის ანატომიას და ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელი მხარეების ავანჩავანი სხვებზე უკეთ ესმის. მისი ყოველდღიურობა დაცემულ ანგელოზთან დაპირისპირება და ცოდვასთან ბრძოლაა. მისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი კი, რომელშიც იგი ცოდვილ გოგონას, მუშეტს გადაეყრება, ბრძოლის ბედის სასწორს ერთ მხარეს გადახრის. ბერნანოსი რელიგიური დოგმების, სულიერი ცხოვრების მრავალი ასპექტისა და ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნით აღწერს ბნელისა და ნათლის დაპირისპირების შემაძრწუნებელ და უმშვენიერეს ამბავს.

ISBN:
9789941472251
ავტორი:
ჟორჟ ბერნანოსი
გამომცემლობა:
წიგნები ბათუმში
გამოცემის წელი:
2020
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ეკატერინე სუმბათაშვილი
სერია:
უკვდავი ბიბლიოთეკა
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
384
ყდის ტიპი:
მაგარი
ილუსტრირებული:
არა

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
22,90 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
გამომცემლობაწიგნები ბათუმში სერიაუკვდავი ბიბლიოთეკა
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები