პატრიარქის შემოდგომა - გაბრიელ გარსია მარკესი

„პატრიარქის შემოდგომა“ ქვაში ნაკვეთი რომანია. ის ერთდროულად ტექსტიცაა და ქანდაკებაც. თუმცა ამ ქანდაკებით ავტორი სკულპტურას ხოტბას არ ასხამს. მას მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების სრული მარტოსულობის ჩვენება უნდა. 
 
გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინოამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი. 
 
გაბრიელ გარსია მარკესს ურთულესი მისია ჰქონდა: მას უნდა დაეწერა რომანი, რომელიც „მარტოობის 100 წელზე“ უკეთესი იქნებოდა, რომანზე, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ლიტერატურას ყველასგან განსხვავებული ხმა შესძინა. გაბრიელ გარსია მარკესი დაჯდა საწერად და შექმნა (ან იქნებ გამოძერწა) ტექსტი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობითა და სამწერლო ოსტატობით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ავტორის მაგნუმ ოპუსს“

ISBN:
9789941313752
ავტორი:
გაბრიელ გარსია მარკესი
გამომცემლობა:
ინტელექტი
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
344
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000009147
32,95 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
ქულები: 33 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ