ლორენ ვაისბერგერი - ეშმაკს აცვია პრადა

"ეშმაკს აცვია პრადა" ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის, ლორენ ვაისბერგერის პირველი რომანია. იგი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში საუკეთესო რომანების რეიტინგში, რომელსაც ნიუ-იორკის ცნობილი გაზეთები ყოველთვიურად აქვეყნებენ, ლი დერობდა. ანდრეა საქსს იღბალი აქვს! ამერიკის პროვინციულ ქალაქში დაბადებული, ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გოგონა, მაღალი მოდის სამყაროს შუაგულში აღმოჩნდება!მუშაობას იწყებს უმსხვილეს ჰოლდინგ "ელიას კლარკში", საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალის, "პოდიუმის" მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის თანაშემწე ხდება. ამ უზომოდ გავლენიან და ჭირვეულ ქალბატონთან სულ რაღაც ერთი წელი თუ იმუშავა, ზღაპრული მომავალი გარანტირებული აქვს! განა ეს იღბალი არ არის?! თუმცა მოდის სამყარო ეშმაკივით მაცდური და ულმობელია. ადამიანს ფუფუნებისა და ხიბლის საბურველში ჰხვევს, ოცნებების ახდენას ჰპირდება, სამაგიეროდ მან პატარ-პატარა ადამიანურ სიხარულებზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე,ოჯახზე, საკუთარ თავზე უნდა თქვას უარი. და ანდრეა საქსი არჩევანის წინაშე დგება...

ISBN:
9789941297755
ავტორი:
ლორენ ვაისბერგერი
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2014
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ნინო შეყილაძე
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
402
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
11,95 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები