ბერნარდინ ევარისტო - გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი

პირველად ქართველი მკითხველისთვის - თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ლიტერატურული პრემია ბუკერის 2019 წლის ლაურეატის, ბერნარდინ ევარისტოს რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“.
ამა ბონზუ - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი - თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება და ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში.
ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი.... ეს გულის ამაჩუყებელია, შთამაგონებელი, დამთრგუნველი და ზოგჯერ შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.
წიგნი სერია „ლიტერე ინვენტეს“ განახლებული ფორმატით გამოიცემა. სერია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის პირველ ქართულ თარგმანებს აერთიანებს!

ავტორი:
ბერნარდინ ევარისტო
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
თამარ ჯაფარიძე
რედაქტორი:
მაია ალუდაური
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
25,95 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
რედაქტორიმაია ალუდაური
ასევე დაგაინტერესებთ