შექსპირი - სონეტები

დანაზოგი 20%

გამომცემლობა "ბაკმმა" სერია "განძი რჩეულის" ფარგლებში გამოსცა უდიდესი ინგლისელი დრამატურგის - ულიამ შექსპირის სონეტები ქართულ და ინგლისურ ენაზე. დაგვეთანხმებით სამართლიანად ამბობენ – შექსპირს არც ერთი პიესა რომ არ დაეწერა, მხოლოდ სონეტებითაც მოიპოვებდა უკვდავებასო. სონეტები თარგმნილია რევაზ თაბუკაშვილის მიერ, იგი უილიამ შექსპირის სონეტების საუკეთესო მთარგნელად ითვლება.ცხადია თაბუკაშვილის თარგმანით  ქართველმა მკითხველმა მაღალმხატვრული, უზადო პოეზიის შედევრი მიიღო.

შექსპირის სონეტებში მართლაც იგრძნობა და ამოიკითხება შექსპირის დრამების სილაღე და ტრაგიზმი. ეს არის წიგნი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკაში, არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა პოეზია. საკოლექციო გამოცემა წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ფურცლებზე გაფორმებულია სონეტებისათვის დამახასიათელელი დახვეწილი ორნამენტებით. წიგნი წარმოდგენილია მაგარ მიყაოს ყდაში, ქსოვილის ზედაპირით და გაფორმებულია ოქსფერი რელიეფური გამოსახულებით.



თაბუკაშვილის თარგმანზე:

შექსპირის სონეტების რეზო თაბუკაშვილისეული თარგმანი ძირითადი თავისებურებაა (და ღირსებაც) ის არის, რომ ის შექსპირის ფილოსოფიური განზოგადოებისა და მხატვრული საშუალებათა კონკრეტული სისტემის ახლებურ, თავისებურ შეხამებას, ბალანს პროპოციას იძლევა და ამით თარგმანის თეორეტიკოსებისათვისაც საინტერესო მოვლენას წარმოადგენს. მთარგმნელი არ ცდილობს, რადაც არუნდა დაუჯდეს, ჩაიჭედოს დედნის ქართულ ტრაფარეტში (სწორედ ქართულ ტრაფარეტში, რადგან დედნისეული სილაღე და ბუნებრივობა უმალ ტრაფარეტად იქცევა, როგორც კი უბრალოდ სხვა ენაზე გადაიღებენ ნაწარმოების ასლს, იმის ნაცვლად რომ აამეტყველონ იგი დაახლოებით იმავე ხარისხში).





რევაზ თაბუკაშვილის ბიოგრაფია:
დაიბადა ცნობილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შალვა თაბუკაშვილის ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის მეშვიდე საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომელიც 1949 წელს დაასრულა.
თაბუკაშვილის ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა 1940-იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე: „რაიკომის მდივანი“ (მარჯანიშვილის თეატრი, 1953, რეჟ. ლილი იოსელიანი; რუსთაველის თეატრი, 1972, რეჟ. რობერტ სტურუა), „რას იტყვის ხალხი“ (მარჯანიშვილის თეატრი, 1956, რეჟ. ლილი იოსელიანი; 1975, რეჟ. ლალი ნიკოლაძე), „დენბურგის ზარი“ (რუსთაველის თეატრი, 1970, რეჟ. გოგი ქავთარაძე) და სხვა.

თაბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი), ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვა.

მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა რეზო თაბუკაშვილისთვის სიცოცხლის ბოლო 10-12 წელი, როდესაც იგი მთელი არსებით გატაცებული იყო საავტორო დოკუმენტური ფილმებით. 1980 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი პირველი კინოდილოგია სერიიდან — „ქარველები იტალიაში“ („კვალი ნათელი“ და „ალპური ვარსკვლავი“). ამას მოჰყვა „მიხეილ ხერგიანი“, „პირველად იყო სიტყვა“, „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ და ისევ დილოგია „ნაძარცვის კვალდაკვალ“ და „შორიელთა სიახლოვე“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


სონეტების შესახებ:

სამართლიანად ამბობენ – შექსპირს არც ერთი პიესა რომ არ დაეწერა, მხოლოდ სონეტებითაც მოიპოვებდა უკვდავებასო. ინგლისელები მას თავის უდიდეს პოეტად მიიჩნევენ, არა მარტო ლექსად დაწერილი დრამატული ნაწარმოების გამო, არამედ სწორედ საკუთრივ ლექსის – სონეტის კლასიკურ სიმაღლემდე აყვანისათვის. მაგრამ, რალფ ემერსონის თქმისა არ იყოს, შექსპირის სიდიადე ის არის, რომ მასში დრამატურგი, პოეტი და მოაზროვნე ასე ორგანულად, ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთში.

სონეტებში მართლაც იგრძნობა, ამოიკითხება შექსპირის დრამების სილაღე და ტრაგიზმი, ლირიკული სითბო, რენესანსული იუმორი თუ მშრალ რიტორიკას მოკლებული ღრმა რეფლექსია, ისევე როგორც კომედიებსა და ტრაგედიებში უხვად არის მიმობნეული თიტქმის დასრულებული სონეტები, ხოლო შექსპირის დრამატურგიული აზროვნება საერთოდ უპირატესად სწორედ ფართო პოეტური ხედვითა და ინტონაციით გამოირჩევა.

მაგრამ შექსპირის სონეტების შესწავლის ისტორია მაინც ძირითადად ფაქტოლოგიური კვლევა-ძიების ხაზით წარიმართა.

უფრო მოგვიანებით სონეტების ავტორის პიროვნული ბედის დანახვის სურვილი მკვლევარებს გოეთემაც განუმტკიცა.„შექსპირის გულის გასაღებს” ეძიებდა სონეტებში უილიამ უორდსუორდი, ხოლო ფრანსუა ვიქტორ ჰიუოგომ (ვიქტორ ჰიუგოს ვაჟმა), რომელმაც ფრანგულად თარგმნა შექსპირის სონეტები და გამოკვლევაც დაწერა მათ შესახებ, პოეტის მწყობრი რომანიული თავგადასავალი დაინახა მათში.




გამომცემლობა:
ბაკმი
ენა:
ქართულ-ინგლისური
მთარგმნელი:
რეზო თაბუკაშვილი
ყდის ტიპი:
მაგარი - ქსოვილის, ოქროს რელიეფური გამოსახულებით
გამოცემის წელი:
2021
გვერდების რაოდენობა:
342
ზომა, მმ:
12.0 სმ. X 19.5 სმ

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000010662
50,00 ₾
40,00 
დანაზოგი: 10,00 ₾
მარაგშია
ქულები: 40 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება