ჰარუკი მურაკამი - კომანდორის მკვლელობა
კომანდორის მკვლელობა მისი ჯერჯერობით ბოლო, 2017 წელს გამოსული რომანია, რომელიც მალე შეემატა სულაკაურის გამომცემლობის მიერ აქამდე თარგმნილი მურაკამის წიგნების თაროს.
ნაწარმოები, რომელიც პირველად 2017 წელს გამოიცა, 30 წელს გადაცილებული პორტრეტისტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მას შემდეგ, რაც ცოლმა მიატოვა, ცნობილი არტისტის, ტომოჰიკო ამადას მთის სახლში აღმოჩნდება. ერთხელაც სხვენში იგი უცნობ ნახატებს აღმოაჩენს, რაც მისტიკურ მოვლენებს დაუდებს სათავეს. ამ მოვლენათა შესაჩერებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: მთავარი გმირი თავგადასავლებითა და ხიფათით სავსე მოგზაურობას უნდა შეუდგეს, რომელიც მრავალ უცნაურ მოვლენასა თუ ადამიანს მოიცავს, მათ შორის იდუმალი ზარის რეკვას, ხეობის მიღმა მცხოვრებ ბიზნესმენს, ნაცისტის მკვლელობას მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ვენაში და ტყეში ამოთხრილ ორმოს მხატვრის სახლის ეზოში.
ესაა განსაცვიფრებელი წიგნი სიყვარულისა და მარტოობის, ომისა და ხელოვნების შესახებ, რომელიც ნებისმიერ მკითხველის გულს მოიგებს.
1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბად იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო უსმინე ქარის სიმღერას, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.
კომენტარეები ვერ მოიძებნა